ირაკლი კობახიძე - სოხუმის უნივერსიტეტში აგრარულმა მიმართულებამ მოიპოვა აკრედიტაცია და იქ განხორციელდება შესაბამისი პროგრამები, ზუგდიდისა და ახალციხის უნივერსიტეტებს კი დაემატა ტურიზმის პროგრამები

სოხუმის უნივერსიტეტში აგრარული მიმართულების საგანმანათლებლო პროგრამებმა მოიპოვა აკრედიტაცია, შესაბამისად, სწორედ სოხუმის უნივერსიტეტში განხორციელდება შესაბამისი პროგრამები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ზუგდიდის და ახალციხის უნივერსიტეტებს ამ რეფორმის ფარგლებში დაემატა ტურიზმის პროგრამები.

„სოხუმის უნივერსიტეტში აგრარული მიმართულების საგანმანათლებლო პროგრამებმა მოიპოვა აკრედიტაცია, შესაბამისად, სწორედ სოხუმის უნივერსიტეტში განხორციელდება შესაბამისი პროგრამები. ჩვენი ამოცანაა, მუდმივად დაიხვეწოს შესაბამისი პროგრამები სოხუმის უნივერსიტეტში. ასევე ზუგდიდის და ახალციხის უნივერსიტეტებს ამ რეფორმის ფარგლებში დაემატა ტურიზმის პროგრამები. ესეც არის რეფორმის მნიშვნელოვანი შედეგი. მადლობა მინდა გადავუხადო განათლების მინისტრს იმისათვის, რომ წარმატებით ხორციელდება განათლების რეფორმა, რომელიც არის კომპლექსური, რთული პროცესი, თუმცა დღემდე ძალიან დიდი წარმატებით ვახორციელებთ შესაბამის რეფორმას და ვდგამთ შესაბამის ნაბიჯებს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!