ჯანდაცვის მინისტრი - ახლო მომავალში დასრულდება მოლაპარაკება მეორე მედიკამენტის შეძენაზე და უახლოეს დღეებში გვექნება შესაძლებლობა, რომ მომდევნო გადაწყვეტილებაც გამოვაცხადოთ დიუშენის მართვასთან დაკავშირებით

ახლო მომავალში დასრულდება მოლაპარაკება მეორე მედიკამენტის შეძენასთან დაკავშირებით და უახლოეს დღეებში გვექნება შესაძლებლობა, რომ მომდევნო გადაწყვეტილებაც გამოვაცხადოთ, დიუშენის მართვასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მიხეილ სარჯველაძის თქმით, ნაყოფიერად მიმდინარეობს მშობელთა ორგანიზაციასთან თანამშრომლობაც, მიუხედავად ბოლო პერიოდში გარკვეული წყვეტისა.

„პრემიერ-მინისტრის პირადი ჩართულობითა და გადაწყვეტილებით გახდა შესაძლებელი, რომ ქართველ პაციენტებს დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალოდ მედიკამენტზე წვდომა ჰქონოდათ. ეს მართლაც ძალიან დიდი მიღწევაა. არ იყო მარტივად მისაღები გადაწყვეტილება, ვინაიდან უკავშირდებოდა ძალიან მნიშვნელოვან და სერიოზულ ფაქტორებს, მათ შორის - წამლის უსაფრთხოებასთან და გამოყენების პრაქტიკასთან დაკავშირებულ საკითხებს.

პრაქტიკულად, საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც საკუთარი სახელმწიფო პროგრამების მეშვეობით ხელმისაწვდომი გახადა აღნიშნული მედიკამენტი, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტებისთვის. ეს არ არის მარტივი საქმე ისეთი სახელმწიფოსთვისაც კი, რომელსაც საქართველოსთან შედარებით, გაცილებით დიდი ფინანსური შესაძლებლობები გააჩნია. რეალურად, ძალიან ბევრი სახელმწიფო თავს იკავებს ამ მედიკამენტის შეძენისგან, მათ შორის - ფინანსური მიზეზებითაც.

ვფიქრობ, უახლოეს დღეებში გვექნება შესაძლებლობა, გამოვაცხადოთ მომდევნო გადაწყვეტილებაც დიუშენის მართვასთან დაკავშირებით. ეს ძალიან სერიოზული წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება, პროგრამის გაფართოების თვალსაზრისით.ძალიან კარგი, ნაყოფიერი და სასარგებლო თანამშრომლობა მიმდინარეობს სამინისტროსა და მშობელთა ორგანიზაციას შორის. აქ ჩართულები არიან, ბუნებრივია კლინიცისტები, ექიმები, რომელთა ჩართულობაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ამასთან, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მომწოდებელ ორგანიზაციებთან თანამშრომლობასაც, რათა პაციენტებისთვის მკურნალობა მაქსიმალურად ეფექტიანი იყოს. ძალიან იმედიანად ვართ განწყობილი, რომ პროგრამის გაფართოება თითოეული პაციენტისთვის საკეთილდღეო შედეგს მოიტანს“ - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!