გიგა ავალიანის საქმეზე წუხელ დაკავებული ნია იმნაძე კლინიკაში რჩება

მასწავლებელ გიგა ავალიანის საქმეზე წუხელ დაკავებული ნია იმნაძე ამ დრომდე კლინიკაში რჩება. ამის შესახებ ინფორმაცია “ინტერპრესნიუსს” წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის საავადმყოფოში განუცხადეს.

ექიმების ცნობით, ნია იმნაძეს სამედიცინო დაწესებულებაში “საჭირო მკურნალობა უტარდება”.

ნია იმნაძე შეუძლოდ მაშინ გახდა, როდესაც აკავებდნენ.

მანამდე, ნია იმნაძის ადვოკატმა გაავრცელა კადრები, სადაც ჩანს, რომ იმნაძის სახლთან მობილიზებული იყო პოლიცია და ადგილზე ხმაურიც იყო.

არსებული ინფორმაციით, ნია იმნაძე სისხლის სამართლის კოდექსის 25/117 მუხლი მესამე "ლ" ქვეპუნქტით დააკავეს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე ჯგუფური დაზიანების წაქეზებას გულისხმობს.

ნია იმნაძე გიგა ავალიანის ყოფილი მოსწავლე და საქმეზე ერთ-ერთი მთავარი მსჯავრდებულის შეყვარებული იყო.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ