პრემიერი - აბსოლუტურად ყალბი შინაარსი იქმნება სოციალურ მედიაში, არარსებული ადამიანები, საუბრობენ, თითქოს საქართველოში უარყოფითი გარემოა რუსი ტურისტებისთვის - ამას აქვს ერთადერთი მიზანი, საბოტაჟი ქვეყნის წინააღმდეგ

აბსოლუტურად ყალბი შინაარსი იქმნება სოციალურ მედიაში, არარსებული ადამიანები, საუბრობენ, თითქოს საქართველოში არის უარყოფითი გარემო შექმნილი რუსი ტურისტებისთვის - ამას აქვს ერთადერთი მიზანი, საბოტაჟი საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ. რა თქმა უნდა, ჩვენი კარი ღიაა ყველასთვის,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

პრემიერის თქმით, ამის ერთადერთი მიზანია, საბოტაჟი საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ.

„ესეც, თავისთავად, ძალიან საინტერესოა. აქაც არის პირდაპირი საბოტაჟი, მათ შორის სოციალური მედია გამოიყენება ძალიან აქტიურად ამისათვის. ერთ-ერთი ქვეყნის პლატფორმიდან ხდება, მათ შორის ამ კოორდინაციის უზრუნველყოფა და ამას ხვდება აქ ადგილობრივი აგენტურა, რომელიც ამაგრებს ამ კამპანიას. აბსოლუტურად ყალბი შინაარსი იქმნება სოციალურ მედიაში, არარსებული ადამიანები, რომლებიც არ არსებობენ ასეთი სახელით, გვარით, პროფესიით, საუბრობენ, თითქოს საქართველოში უარყოფითი გარემოა შექმნილი რუსი ტურისტებისთვის.

ამას აქვს ერთადერთი მიზანი, საბოტაჟი საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ. რა თქმა უნდა, ჩვენი კარი ღიაა ყველასთვის, ნებისმიერი ტურისტისთვის. ეს არის ის, რაც ძალიან ღიად უნდა ითქვას. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საქართველოში ყველა ტურისტისთვის იყოს შექმნილი სათანადო გარემო. ეს არის ჩვენი კულტურა, ეს არის ჩვენი ტრადიცია და ეს არის ის, რაც სჭირდება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ ინტერესებს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

პრემიერმა ასევე უპასუხა შეკითხვას, თუ რა შედეგი შეიძლება მოიტანოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ საბოტაჟის მუხლით დაწყებულმა გამოძიებამ.

„რა თქმა უნდა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. პირველ რიგში, ყველამ უნდა იცოდეს, რომ თუ ვინმე აწარმოებს საბოტაჟს საქართველოს წინააღმდეგ, ყველას მიაკითხავს სამართალი. ეს უნდა იცოდეს ყველამ ძალიან კარგად. ამ კუთხით, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ამ საქმის დაწყება, გამოძიების დაწყება და მით უფრო მნიშვნელოვანია, რომ ეს გამოძიება იყოს ბოლომდე მიყვანილი. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ვინც არის დაკავებული საბოტაჟით საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, ვინც უპირისპირდება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, ყველამ უნდა იცოდეს, რომ მათ მიაკითხავს სამართალი და ეს აუცილებლად ასე იქნება, იმიტომ რომ დღეს არის სახელმწიფო ძლიერი როგორც არასდროს. შესაბამისად ჩვენ დავუპირისპირდებით საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ დაპირისპირების ყველა მცდელობას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტმა, საქართველოს სახელმწიფო ინტერესების საზიანოდ უცხო ქვეყნიდან მართულ და საქართველოდან მხარდაჭერილ დისკრედიტაციულ საინფორმაციო კამპანიასთან დაკავშირებით, საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო. სუს-ის ინფორმაციით, საქმე ეხება სხვადასხვა სოციალურ პლატფორმაზე უცხო ქვეყანაში რეგისტრირებული და მართული ყალბი ე.წ. ბოტ-ანგარიშებით, საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ დისკრედიტაციული შინაარსის შემცველი ინფორმაციის მიზანმიმართულ გავრცელებას, რაც ემსახურება საქართველოს ეკონომიკური ინტერესების დაზიანებას. სუს-ში განმარტავენ, რომ კამპანიის მიზანია დეზინფორმაციის გავრცელებით შეიქმნას ყალბი აღქმა იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში რუსეთის ფედერაციიდან ჩამოსული ტურისტებისთვის არასასურველი გარემოა შექმნილი.

გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში
Elite-ში Samsung-ის ახალი დასაკეცი ფლაგმანების Galaxy Z Fold8, Galaxy Z Fold8 Ultra და Galaxy Z Flip8  პრეზენტაცია გაიმართა