ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს

ბოლო წლებში ჩუღურეთის რაიონი ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად განვითარებული უბანია, როგორც ურბანული ინფრასტრუქტურის, ასევე რეკრეაციული პროექტების მიმართულებით. თბილისის ამ ნაწილში მოთხოვნა განსაკუთრებით გაიზარდა საცხოვრებელ პროექტებზე, რომლებიც მობინადრეებს ერთდროულად სთავაზობს თანამედროვე არქიტექტურას, მრავალფეროვან სერვისებს და გამწვანებულ გარემოს.

ჩუღურეთის რაიონში თბილისის მერიამ დაიწყო ურბანული გარემოს განახლება. ამასთან, მიმდინარეობს ხუდადოვის ტყე-პარკის აღდგენითი სამუშაოებიც და შეიძლება ითქვას, რომ ეს თბილისის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური მწვანე პროექტია. წლის განმავლობაში დაგეგმილია დაახლოებით 12 000 ნერგის დარგვა, 15 ჰექტარ ტერიტორიაზე, ასევე კეთილმოწყობილი სივრცეების შექმნა. ხუდადოვის ტყე-პარკი იქნება არა მხოლოდ მტკვრის მარცხენა სანაპიროს, არამედ დედაქალაქის „ფილტვები“.

პარალელურად კი, სწორედ ტყე-პარკის მიმდებარედ, სამურზაყანოს #39-ში ხორციელდება მულტიფუნქციური, ეკომეგობრული საცხოვრებელი პროექტი - „დევარტ გრინ გარდენსი“, რომელიც თბილისის ცენტრში ცხოვრების სრულიად განსხვავებულ გამოცდილებას შექმნის.

„დევარტ გრინ გარდენსის“ მთავარი უპირატესობა სწორედ მისი უნიკალური მდებარეობაა - ერთი მხრივ, კომპლექსი შენდება მწვანე ნარგავების გარემოცვაში, ტყე-პარკთან და მეორე მხრივ, სულ რაღაც 15 წუთის გზაზეა თავისუფლების მოედნიდან, 3 წუთში მოხვდებით სადგურის მოედანსა და სავაჭრო და ბიზნეს ცენტრ „ქარვასლასთან“, ხოლო ჩიტაიას მოედნამდე (საბჭოს მოედანი) - მხოლოდ 4 წუთის სავალი მანძილია.

„დევარტ გრინ გარდენსი“ კეთილმოწყობილი უბანია, რომელიც ასევე ინფრასტრუქტურულად მოწესრიგებულ, თბილისის ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ მწვანე ზონას ესაზღვრება. სწორედ ამიტომ არის ის იდეალური საცხოვრებელი ადგილი ოჯახებისთვის.

„დევარტ გრინ გარდენსის“ დეტალები:

კომ­პლექ­სი ხორ­ცი­ელ­დე­ბა 12 000 კვ.მ. ფარ­თობ­ზე, რო­მე­ლიც მო­ი­ცავს ორ სა­ცხოვ­რე­ბელ ბლოკსა და 8 000 კვ.მ. კე­თილ­მო­წყო­ბილ შიდა ეზოს, სა­დაც და­მა­ტე­ბით 100 ხე-მცე­ნა­რე დაირგვე­ბა. ამ­ჟა­მად ა ბლო­კი და ბ ბლოკი დას­რუ­ლე­ბუ­ლია.

ტერიტორიაზე განთავსდება კომერციული ობიექტები, სა­ცუ­რაო აუზი, სა­ვარ­ჯი­შო და შეხ­ვედ­რე­ბის სივ­რცე­ე­ბი და სხვა. „დევარტ გრინ გარდენსში“ 24-სა­ა­თი­ა­ნი დაც­ვაა, რაც და­მა­ტე­ბი­თი სიმ­შვი­დის გა­რან­ტია მობინადრეებისთვის.

კომპლექსზე მოქმედებს გადახდის სპეციალური პირობაც. ისარგებლეთ საბოლოო შეთავაზებით, შეიძინეთ ბინა ბანკის იპოთეკური სესხით შემოსავლების დადასტურების გარეშე. დეტალური ინფორმაციის მისაღებად, დაუკავშირდით კომპანიას:

(R)

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა