ვოლოდიმირ ზელენსკი საუდის არაბეთის პრინცს ესაუბრა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი საუდის არაბეთის პრინცს ესაუბრა, - ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი ავრცელებს.

„ჩვენ პრაქტიკულად ყოველდღე კონტაქტში ვართ უკრაინის მეგობრებსა და პარტნიორებთან მეტი უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით. დღეს ძალიან შინაარსიანი საუბარი მქონდა საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცთან, მოჰამედ ბინ სალმან ალ საუდთან. არსებობს სფეროები, სადაც უკრაინასა და საუდის არაბეთს შეუძლიათ ადამიანების სიცოცხლის დასაცავად ერთმანეთის შესაძლებლობები გაძლიერონ“, - წერს ზელენსკი X-ზე.

ზელენსკის ცნობით, მოჰამედ ბინ სალმანთან დრონების შეთანხმების ფარგლებში დაგეგმილი მომავალი ნაბიჯები განიხილა.

„მემკვიდრე პრინცმა ისაუბრა საუდის არაბეთის მიერ თურქეთთან და პაკისტანთან დადებულ შეთანხმებებსა და პერსპექტივებზე“, - აცხადებს ზელენსკი.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები