ნიკოლოზ რაჭველი - გულის ამრევია “ქართული ოცნება” - სამართალი ყველაზე მაღალი ღირებულებაა და უპირველესად გიორგი ანწუხელიძის სული იმსახურებს ამას!

გულის ამრევია “ქართული ოცნება”, ბოლომდე! გპირდებით, რომ უკრაინელი ხალხის კვალდაკვალ ქართულ ხელოვნებას კიდევ უფრო მეტად შევაყვარებ ჩვენი დროის ჭეშმარიტ გმირებს! - ასე ეხმაურება მუსიკოსი ნიკოლოზ რაჭველი საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კირცხალიას განცხადებას, რომელიც აგვისტოს ომის შემდეგ, ქართული კულტურის ცალკეული წარმომადგენლის, მათ შორის ნიკოლოზ რაჭველის მიერ, რუსეთში გამართულ კონცერტებს შეეხება.

ნიკოლოზ რაჭველი ირაკლი კირცხალიას განცხადებას სოციალურ ქსელში პოსტით პასუხობს.

“ამ საღამოს ლვოვიდან ჩამოვედი კიევში, რადგან ხვალ რეპეტიცია მაქვს ორკესტრთან, ვამზადებთ ერთდროულად ორ საფესტივალო პროგრამას.

შემოვდგი თუ არა ბინაში ფეხი განგაში გამოცხადდა და ბალისტიკური რაკეტები გარშემო ჩამოვარდნენ… გავიქეცი თავშესაფარში… მერე შინ დავბრუნდი, რადგან სანოტო მასალა ხვალამდე უნდა მოვაწესრიგო… ცოტა ხანი სიმშვიდეა, თუმცა გამთენიისას ისევ ველოდებით რუსეთის აგრესიულ შტურმს… მე კი ვემზადები რეპეტიციისთვის…

ჰოდა, ახლა მითხარით, ეს ვიღაც კვირცხალია (მგონი, სწორად მახსოვს მისი გვარი), მზადაა ამ რეალობას გაუძლოს იმისთვის, რომ ხვალ სიკეთე გააკეთოს?

გულის ამრევია “ქართული ოცნება”, ბოლომდე!

მე კი გპირდებით, რომ უკრაინელი ხალხის კვალდაკვალ ქართულ ხელოვნებას კიდევ უფრო მეტად შევაყვარებ ჩვენი დროის ჭეშმარიტ გმირებს!

მე ვიპოვე ჩემი მისია!.

პუტინის სისხლიან რეჟიმს დედა თუ არ მ…ბა, მე უარს ვიტყვი ღვთის მიერ მონიჭებულ სიცოცხლისა და ბედნიერების უფლებაზე, ვინაიდან სამართალი ყველაზე მაღალი ღირებულებაა და უპირველესად გიორგი ანწუხელიძის სული იმსახურებს ამას!” - წერს ნიკოლოზ რაჭველი სოციალურ ქსელში წუხელ გამოქვეყნებულ პოსტში.

შეგახსენებთ, “ქართული ოცნების” წარმომადგენელმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ გუშინ ასეთი განცხადება გააკეთა: “გარე ინტერესებს არაერთი ადამიანი ემსახურება, ამის მაგალითია იმ ე.წ. კულტურის მოღვაწეების სია, რომლებიც 2008-2022 წლებში რუსეთში საქმიანობას არ ერიდებოდნენ, მათ შორის არიან “სუხიშვილები”, ნიკოლოზ რაჭველი და პაატა ბურჭულაძე”.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც მომხმარებლებს დარჩათ - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები