„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს

2026 წლის ნოემბერში სამი ქართველი ერთ-ერთ ყველაზე რთულ პოლარულ მარშრუტს გაივლის. „ცისკარი S90“-ის ფარგლებში ისინი ჯერ ანტარქტიდის უმაღლეს მწვერვალზე - მთა ვინსონზე ავლენ, შემდეგ კი 111-კილომეტრიან Last Degree-ის მარშრუტს თხილამურებით გაივლიან სამხრეთ პოლუსამდე.

ამ კომბინირებული ექსპედიციის სრული მარშრუტი დღემდე მსოფლიოში დაახლოებით 150 ადამიანს აქვს წარმატებით შესრულებული.

ექსპედიციის მონაწილეები არიან:

  • ბიძინა გუჯაბიძე - ქართული ალპინიზმის ლეგენდა და საერთაშორისო სამთო გამყოლი;
  • გიორგი გოცირიძე - გლაციოლოგი, გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორი და გარემოს მკვლევარი;
  • ნიკა ლებანიძე - ექსტრემალური ექსპედიციებისა და დოკუმენტური პროექტების ვიდეოგრაფი.

პროექტის მიზანია ანტარქტიდაზე მიღებული გამოცდილება გადაიქცეს საზოგადოებისთვის გასაგებ ცოდნად და საგანმანათლებლო ინიციატივებად, რომლებიც კლიმატის ცვლილების, გარემოს დაცვისა და ადაპტაციის საკითხებზე ცნობიერების ამაღლებას შეუწყობს ხელს.

ანტარქტიდა დედამიწის კლიმატური სისტემის ერთ-ერთი მთავარი რეგულატორია. იქ მიმდინარე ცვლილებები გავლენას ახდენს ოკეანეებზე, ამინდზე, წყლის რესურსებსა და მყინვარებზე მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში, მათ შორის კავკასიაშიც. სწორედ ამიტომ პროექტის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა ამ პროცესების დაკავშირება საქართველოს რეალობასთან და საზოგადოების ყოველდღიურ ცხოვრებასთან.

S90 არის პლატფორმის „ცისკარი“ პირველი პროექტი, ხოლო თავად პლატფორმა არის გრძელვადიანი ინიციატივა, რომელიც მსოფლიოს ყველაზე გამორჩეულ ადგილებში განხორციელებულ ექსპედიციებს საზოგადოებისთვის ცოდნის, შთაგონებისა და განათლების წყაროდ აქცევს.

ცისკარი S90 აერთიანებს კვლევას, მეცნიერებას, დოკუმენტურ თხრობასა და ადამიანის შესაძლებლობებზე დაკვირვებას. პროექტის ფარგლებში შეიქმნება ინსტაგრამ და იუთუბ არხები, სადაც თითოეულ ადამიანს შეეძლება თვალი ადევნოს მონაწილეების გზას ურთულეს პირობებში.

ექსპედიციის ფარგლებში მომზადდება:

  • დოკუმენტური ფილმი;
  • საგანმანათლებლო ვიდეოების სერია;
  • საჯარო ლექციები;
  • საგანმანათლებლო პროგრამები სკოლებისა და უნივერსიტეტებისთვის;
  • კლიმატის ცვლილებასა და ადაპტაციაზე ორიენტირებული საინფორმაციო კამპანიები.

პროექტი ღიაა პარტნიორობისთვის და თანამშრომლობს ბიზნესთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, არასამთავრობო სექტორსა და საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, რომელთაც სურთ წვლილი შეიტანონ კლიმატის ცვლილების შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და მომავალი თაობების განათლებაში.

პროექტში კონტრიბუციისთვის მიმართეთ გიორგი გოცირიძეს: gotsa@geographic.ge, 599 50 71 80.

(R)

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები