ლევან გოგოლაური - გიორგი ბარამიძე მოწმის სახით უნდა დაიკითხოს - რადგან ამტკიცებს, ალბათ, ეცოდინება, კონკრეტულად ვინ ხვრეტდა ტყვეებს

ეს განცხადება არის სრულიად უპასუხისმგებლო ადამიანის მიერ გაკეთებული - ბარამიძის რეგალიების გათვალისწინებით, არ შეიძლება, რომ ამ განცხადებას აკეთებდეს ამ წარსულის მქონე ადამიანი. ეს ქმედება აშკარად გამიზნული იყო კონკრეტული მიზნის მიღწევაზე, ეს მიზანი კი ისევ და ისევ ქვეყნის დაზიანებაა, - ამის შესახებ აფხაზეთის ომის ვეტერანმა, ლევან გოგოლაურმა გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე შესვლამდე განაცხადა. ის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ბარამიძის მიერ აფხაზეთის ომზე გაკეთებულ განცხადებაზე დაწყებული გამოძიების ფარგლებშია პროკურატურაში დაბარებული.

მისივე თქმით, თუ ბარამიძე მართლაც შეესწრო ტყვეების დახვრეტას, შეეძლო მანამდე გამოეძიებინა ეს საკითხი, როდესაც “თავის დროზე ძალიან დიდ თანამდებობებზე მუშაობდა”. ამასთან, როგორც გოგოლაურმა აღნიშნა, აუცილებლად უნდა მოხდეს მისი მოწმის სახით დაკითხვა, რათა დაასახელოს, კონკრეტულად ვინ ხვრეტდა ტყვეებს.

"როგორც ვეტერანი, აღშფოთებული ვარ ამ განცხადებით. ეს განცხადება არის სრულიად უპასუხისმგებლო ადამიანის მიერ გაკეთებული. თუ იმასაც დავუმატებთ, რომ ეს კაცი თავის დროზე ძალიან დიდ თანამდებობებზე მუშაობდა, დაწყებული პარლამენტის დეპუტატობიდან, გაგრძელებული შინაგან საქმეთა მინისტრით და თავდაცვის მინისტრით დამთავრებული. მას მთელი ამ ხნის მანძილზე შეეძლო ამ საკითხზე ესაუბრა, თუ ეს მან ნამდვილად იცოდა და ნამდვილად შეესწრო.

ბარამიძის რეგალიების გათვალისწინებით, უბრალოდ არ შეიძლება, რომ ამ განცხადებას აკეთებდეს ამ წარსულის მქონე ადამიანი და თან გაუაზრებლად აკეთებდეს. ეს ქმედება, აშკარად გამიზნული იყო კონკრეტული მიზნის მისაღწევად, ეს მიზანი კი ისევ და ისევ ქვეყნის დაზიანებაა. ამ შემთხვევაში ეს ქვეყნის იმიჯს აზიანებს. ამბობს ისეთ რაღაცას, რაც მე არც გამიგია არც მაშინ, როდესაც ომში ვიყავი და არც მერე. პირიქით! მე ვიცი ჩვენი ვეტერანებისაგან, ხელმძღვანელი გენერლებისგან, როგორ მიდიოდა ტყვეთა გაცვლა. ელემენტარულია, რომ ომში ყოფნისას იმასაც ფიქრობ ადამიანი, შენ გარდა შენი მებრძოლებიც შეიძლება აღმოჩნდნენ ტყვედ და სულ ელემენტარულია, რომ შენს მიერ დატყვევებული მოწინააღმდეგე არის გასაცვლელი პიროვნება შენს თანამებრძოლში.

მაშინ სამშობლოს, ტერიტორიულ მთლიანობას, გარდა ოფიციალური სტრუქტურებისა, იცავდნენ სახალხო რაზმებიც. არა აქვს მნიშვნელობა, გინდა ოფიციალური სტრუქტურისთვის დაგიბრალებია მსგავსი რამ და გინდა ჩვეულებრივი ქართველისთვის, რომელიც თავის მიწას და თავის ტერიტორიულ მთლიანობას იცავს.

ის ფაქტი, რომ ის ომის პირველ დღეებზე საუბრობდა, ღიმილის მომგვრელია. ომი პირველი დღიდან ბოლომდე არის ომი. რა მნიშვნელობა აქვს, შენ პირველ დღეზე ილაპარაკებ თუ ბოლო დღეზე?! საერთო სურათი ერთი იყო. მე პირადად ასეთი რამე არ გამიგია და არც ჩემ გვერდით მყოფ თანამებრძოლებს.

მე თვითონ სამართალმცოდნე ვარ და ვიცი, რომ გენერალურ პროკურატურასა და სხვა შესაბამის სამსახურებს ბევრი შეკითხვა უნდა ჰქონდეთ ბატონ ბარამიძესთან. კაცი, რომელიც ასეთ რამეს შეესწრო, მოწმის სახით უნდა დაიკითხოს, რადგან ალბათ, ეცოდინება, ვინ ხვრეტდა კონკრეტულად ტყვეებს”, - განაცხადა ლევან გოგოლაურმა.

შეგახსენებთ, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. კერძოდ, საქმე ეხება, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ბარამიძის მიერ იაგო ხვიჩიასთვის მიცემულ ინტერვიუს, სადაც ის აღნიშნავს, რომ რომ აფხაზეთში ომის დროს „ჩვენ ტყვეები არ გვყავდა, ჩვენებს ტყვეები არ აჰყავდათ, ჩვენები ხვრეტდნენ“. ამის შემდეგ, აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა გიორგი ბარამიძემ, რომელმაც აღნიშნა, რომ „მდგომარეობა, რომელზეც ის საუბრობს, მოგვიანებით, კერძოდ კი, მისი ჩასვლის შემდეგ შეიცვალა და „რომ არ შეცვლილიყო, ისინი ვერ შეძლებდნენ ქართველი 200 ტყვის გაცვლას სეპარატისტულ მხარესთან“. მოგვიანებით კი გიორგი ბარამიძემ განაცხადა, რომ „ომის პირველ დღეებში, ტყვეების გაცვლის, თუ სხვა მძიმე პროცესების აღსაწერად, სხვა სიტყვის გამოყენება აჯობებდა“. „არასდროს მითქვამს, რომ ჩვენები ხელებაწეულს ან დატყვევებულს „ხვრეტდნენ", ეგ არასდროს მინახავს და არც რაიმე ფაქტი ვიცი“, - განაცხადა ბარამიძემ.

ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს