სასამართლომ გირაოს შეფარდებაზე პროკურატურის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და ცოტნე მირცხულავა და გაბრიელ კობაიძე აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვა

სასამართლომ ოპოზიციონერ ნიკა მელიაზე თავდამსხმელის მიმართ ძალადობის ბრალდებით დაკავებულების - ცოტნე მირცხულავას და გაბრიელ კობაიძისთვის 3000-3000 ლარიანი გირაოს შეფარდებაზე პროკურატურის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. ორივე პირი მოსამართლემ აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვა.

გადაწყვეტილება სამტრედიის სასამართლოს მოსამართლემ ლევან მეშველიანმა მიიღო.

როგორც მირცხულავა აცხადებს, დღეს ყველგან გასაკვირად, მოსამართლემ გამოიჩინა ობიექტურობა და არ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა.

„რა აბსურდის თეატრთან გვქონდა საქმე ყველამ კარგად იცის, მაგრამ დღეს ყველასგან გასაკვირად, მოსამართლემ გამოიჩინა ობიექტურობა და არ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა, რაც ითვალისწინებდა ჩემი და გაბრიელის 3 ათას ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას. ვხვდებით მოცემულობას, რომელიც საერთოდ არ არსებობს. ჩემი და გაბრიელის წინააღმდეგ გამოძიება 162-ე პრიმა მუხლით იყო დაწყებული, რაც ითვალისწინებდა საარჩევნო კამპანიაში ხელშეშლას, იმ კამპანიაში, რომელშიც ჩვენც ვიყავით ჩართული. ეს არის პოლიტიკური დევნა, „ქართული ოცნება“ და ივანიშვილის რეჟიმი ბოლო წლებში უფრო აქტიურად ცდილობს პროტესტში ჩართული მოქალაქეების განეიტრალებას და მათ შეშინება-დაშინებას. თუმცა, არ გამოუვიდა, რასაც უფრო მოუჭერენ მარწუხებს, ეს მარწუხები უფრო გაიხსნება. ჩვენ ვართ იმ მოცემულობის წინაშე, რომ გაჩერება არ შეიძლება, ნიკა მელია ჩემი მეგობარია და სადაც ნიკაა, იქაა სიმართლე, სადაც სიმართლეა იქ კი გამარჯვება. ეს ბრძოლაც ჩვენი გამარჯვებით დასრულდება“, - განაცხადა მირცხულავამ.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები