გია ხუხაშვილი - თეორიულად შესაძლებელი იყო აფხაზეთისთვის საწვავის მიწოდება რეინტეგრაციული პროცესის დასაწყებად გამოყენებულიყო, თუმცა ამ ხელისუფლების პირობებში ეს დიდი ფარსია, 3 000 ტონა კი მინიმუმ 100 ბენზინმზიდისგან შემდგარი კოლონაა

თეორიულად შესაძლებელი იყო აფხაზეთისთვის საწვავის მიწოდება რეინტეგრაციული პროცესის დასაწყებად ყოფილიყო გამოყენებული, თუმცა არსებული ხელისუფლების პირობებში ეს დიდი ფარსია, კოლაბორაციის და ბანალური სიხარბის გამოხატულებაა და მეტი არაფერი, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ექსპერტი გია ხუხაშვილი წერს.

“ახლა არითმეტიკაზე - ხელისუფლების მათემატიკოსმა სპიკერებმა “რამდენიმე ცისტერნა” ახსენეს. სინამდვილეში 3 000 ტონა მინიმუმ 100 ბენზინმზიდისგან შემდგარი კოლონაა.

ნუ, „ქოცურ“ არითმეტიკაში 100-ც რამდენიმეა და 1000-ც“ - აცხადებს გია ხუხაშვილი.

ცნობისთვის, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ აფხაზეთში საწვავზე შექმნილი კრიზისის ფონზე, საწვავი საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიიდან შევიდა. 12 აგვისტოს, მთავრობს ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ აღნიშნული ინფორმაცია დაადასტურა და განაცხადა, რომ საწვავი არა ხელისუფლებამ, არამედ ბიზნესმა კანონის დაცვით შეიტანა.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში