საერთაშორისოდ აღიარებული ამერიკული განათლება და ორი დიპლომი, განათლების ხარისხის უმაღლესი- გლობალური სტანდარტი, სწავლის შესაძლებლობა საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში– ეს ფაქტორები სულ უფრო მეტი სტუდენტისთვის ხდება გადამწყვეტი ვებსტერის უნივერსიტეტის თბილისის კამპუსის სამაგისტრო პროგრამების არჩევისას. აღნიშნულ უპირატესობებს უკვე რამდენიმე წელია რაც Webster University Tbilisi სთავაზობს ქართველ სტუდენტებს, მათ ამერიკული უნივერსიტეტში განათლებისა და დიპლომის მიღება უკვე ქვეყნის დატოვების გარეშეც შეუძლიათ.
110-წლიანი ისტორიის მქონე Webster University მსოფლიოს ერთ-ერთი ავტორიტეტული ამერიკული უნივერსიტეტია. ის აკრედიტებულია Higher Learning Commission (HLC)-ის მიერ – ორგანიზაციის, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში მხოლოდ იმ უნივერსიტეტებს ანიჭებს აკრედიტაციას, რომლებიც უმაღლესი განათლების საერთაშორისო სტანდარტებს აკმაყოფილებენ. სწორედ ამ სტანდარტებით მიმდინარეობს სწავლება თბილისის კამპუსშიც, სადაც ყველა პროგრამა ინგლისურ ენაზე, საერთაშორისო გამოცდილების მქონე პროფესიონალების მიერ ისწავლება.
ამჟამად უნივერსიტეტი ორ საერთაშორისოდ აღიარებულ სამაგისტრო პროგრამას სთავაზობს სტუდენტებს – საერთაშორისო ურთიერთობებს და ბიზნესის ადმინისტრირებას.
საერთაშორისო ურთიერთობების სამაგისტრო პროგრამა განკუთვნილია მათთვის, ვისაც მსოფლიო პოლიტიკის, დიპლომატიისა და საერთაშორისო პროცესების სიღრმისეულად შესწავლა სურს. სასწავლო პროგრამა მოიცავს ისეთ მიმართულებებს, როგორებიცაა გლობალიზაცია, ადამიანის უფლებები, ეკონომიკური განვითარება და შედარებითი პოლიტიკა. მიღებული ცოდნა სტუდენტებს ამზადებს კარიერისთვის როგორც სახელმწიფო უწყებებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში, ისე არასამთავრობო სექტორსა და მრავალეროვნულ კომპანიებში გლობალურ ბაზარზე. ამავე დროს, პროგრამა კარგი საფუძველია მათთვისაც, ვინც მომავალში სადოქტორო ან აკადემიური საქმიანობის გაგრძელებას გეგმავს.
ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო MBA პროგრამის მთავარი მიზანია თანამედროვე ბიზნესგარემოსთვის კონკურენტუნარიანი მენეჯერებისა და ლიდერების მომზადება. სწავლების პროცესში სტუდენტები არა მხოლოდ ბიზნესის მართვის თანამედროვე მეთოდებს ეუფლებიან, არამედ სწავლობენ ანალიტიკურ აზროვნებას, გადაწყვეტილებების მიღებას, ორგანიზაციული პროცესების მართვასა და ღირებულების შექმნას. პროგრამა განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს იმ პრაქტიკულ და რბილ უნარებს, რომლებიც საერთაშორისო შრომის ბაზარზე წარმატებისთვის აუცილებელია.
Webster University Tbilisi-ის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი უპირატესობა მისი გლობალური ქსელია. სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ, ერთი აკადემიური სემესტრი Webster University-ის მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მდებარე კამპუსში გაატარონ, მათ შორის: სენტ ლუისში(აშშ), ლეიდენში, ათენში, ვენასა და ჟენევაში. ეს ნიშნავს, რომ სწავლების პროცესში ისინი იღებენ საერთაშორისო აკადემიურ გამოცდილებას, მუშაობენ მულტიკულტურულ გარემოში და აფართოებენ პროფესიულ კონტაქტებს, რაც მომავალ კარიერაში მნიშვნელოვან უპირატესობას ქმნის.
სამაგისტრო პროგრამებზე ჩასაბარებლად კანდიდატს სჭირდება ბაკალავრის ხარისხი მინიმუმ 3.0 GPA-ით, ინგლისური ენის B2 დონის დამადასტურებელი სერტიფიკატი და უნივერსიტეტის სააპლიკაციო ფორმის შევსება. ხოლო მათ, ვისაც ბაკალავრიატი საქართველოში აქვს დასრულებული, დამატებით საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩაბარებაც მოეთხოვებათ.
დღეს, როდესაც საერთაშორისო განათლებაზე მოთხოვნა მუდმივად იზრდება, Webster University Tbilisi სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას, მიიღონ ამერიკული დიპლომი, საერთაშორისო გამოცდილება და კონკურენტული განათლება საქართველოში. სწორედ ამიტომ, უნივერსიტეტი სწორი არჩევანია მათთვის, ვინც მომავალ კარიერას გლობალურ გარემოში ხედავს.
(R)