შავ ზღვაში რუსული ნავთობით დატვირთულ ბერძნულ ტანკერზე თავდასხმა განხორციელდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია Bloomberg-ზე დაყრდნობით ავრცელებს.
ბერძნულ ტანკერ Skiros-ზე თავდასხმა ნოვოროსიისკთან ახლოს, კასპიის მილსადენის კონსორციუმის ტერმინალში რუსული ნავთობით დატვირთვის შემდეგ განხორციელდა.
წყაროების ინფორმაციით, ტანკერ Skiros-ს, დაახლოებით 1 მილიონი ბარელი ნავთობის გადაზიდვა შეუძლია.
ასევე, წყაროების თქმით, მიუხედავად იმისა, რომ კასპიის მილსადენის კონსორციუმის ტერმინალი ყაზახეთიდან ნავთობს იღებს, ტანკერი რუსული ნავთობით იყო დატვირთული.
ინციდენტის შედეგად ტანკერის ეკიპაჟი არ დაშავებულა.
ცნობისთვის, Financial Times-ის მიერ გასულ კვირას გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ჯეი დი ვენსის თხოვნის შემდეგ უკრაინა დათანხმდა, რომ კასპიის მილსადენის კონსორციუმის ინფრასტრუქტურასა და იმ არარუსულ ტანკერებს არ დაარტყამს, რომლებიც ტერმინალით სარგებლობენ. თუმცა, უკრაინის პირობა არ მოიცავს იმ ტანკერებს, რომლებიც მისი სანქციების ქვეშ არიან ან რუსული ნავთობი გადააქვთ.