არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა ირანთან ყველანაირი ვაჭრობა და ფინანსური ტრანზაქციები შეაჩერა

არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა ირანთან ყველანაირი ვაჭრობა და ფინანსური ტრანზაქციები შეაჩერა.

ამის შესახებ ინფორმაციას არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო უწყების პრესსპიკერი, აფრა ალ ჰამელი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

მისი თქმით, არაბთა გაერთიანებული საამიროები ირანთან ყველანაირ ვაჭრობას, კომერციულ გაცვლებსა და ფინანსურ ტრანზაქციებს “შემდგომ შეტყობინებამდე” აჩერებს.

“რეგიონული ესკალაციების ფონზე, რომელიც ძირს უთხრის რეგიონულ და საერთაშორისო მშვიდობასა და უსაფრთხოებას, ყველანაირი ვაჭრობა, კომერციული გაცვლები და ფინანსური ტრანზაქციები ირანთან შეჩერებულია შემდგომ შეტყობინებამდე”, - წერს ალ ჰამელი.

გადაწყვეტილება მას შემდეგ არის მიღებული, რაც არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა განაცხადა, რომ ორი ბალისტიკური რაკეტა, რომლებიც “მიზანში იღებდნენ საზღვაო ნავიგაციას” ზღვაში ჩავარდა. ირანი უარყოფს რაკეტების გაშვებას.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე