5-6 სექტემბერს, „ლისი ვანდერლენდის“ ტერიტორიაზე Yoga Festival 2026 გაიმართება - ორდღიანი ფესტივალი, რომელიც იოგას, მედიტაციას, მოძრაობას, მუსიკასა და ფხიზელ გართობას გააერთიანებს

ფესტივალის პროგრამა სამ ძირითად სცენაზე - „იოგა“, მედიტაციადა მუსიკა - მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება. სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, გამოცადონ როგორც კლასიკური, ისე შედარებით ნაკლებად ნაცნობი პრაქტიკები: პრანაიამა, ნეირო იოგა, კუნდალინი, აკროიოგა, დინამიური მედიტაცია, მობილობა და იოგა, ხელებზე დგომა, სახალისო მოძრაობითი სესია, ბგერითი თერაპია, ტაიჩი, ცნობიერი ჩაის რიტუალი და სხვა.

პროგრამაში ასევეა Rishikesh Yoga Immersion, ლექციები, LIVE ფორმატის შეხვედრები და სხვადასხვა შემეცნებითი აქტივობა.

საღამოს ფესტივალის სივრცე მუსიკას და ცეკვას დაეთმობა. 5 სექტემბერს გაიმართება Sober Rave, მუსიკალურ პროგრამაში კი მონაწილეობენ KAYA MATU, PERRISHU, HOLO და სხვა არტისტები. 6 სექტემბერს მსმენელის წინაშე FORSUN, MAINIMBU, ABU, SUL ASCENSION, OOCWAY B2B CHIKOVANI და სხვა მუსიკოსები წარდგებიან.

Yoga Festival-ის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ფხიზელი გართობის კულტურის პოპულარიზაციაა - იდეა, რომ მუსიკით, მოძრაობით, ცეკვითა და ადამიანებთან ურთიერთობით სრულფასოვანი გართობისთვის ალკოჰოლი აუცილებელი არ არის.

ფესტივალი არ არის მხოლოდ მათთვის, ვინც უკვე დიდი ხანია იოგას მისდევს. ორგანიზატორების მიზანია, შექმნან გარემო, სადაც ნებისმიერი ადამიანი შეძლებს მისთვის უცნობი პრაქტიკის უსაფრთხოდ გამოცდას და თავად გადაწყვეტს, რა მოსწონს.

არ არის აუცილებელი იყო მოქნილი, სპორტული, გამოცდილი ან „იოგას ადამიანი“. ფესტივალზე შეგიძლია უბრალოდ მოხვიდე, სცადო სხვადასხვა აქტივობა, იცეკვო, დაისვენო, მოისმინო მუსიკა და კარგად გაატარო დრო.

ღონისძიებაზე მოსვლა შესაძლებელია მეგობრებთან, პარტნიორთან და ბავშვებთან ერთად - ტერიტორიაზე იქნება საბავშვო სივრცე, ჯანსაღი კვება, თამაშები, სხვადასხვა აქტივობა და დასასვენებელი ზონები.

Yoga Festival 2026 5–6 სექტემბერს, ლისზე, Zion Garden-ში.

სრული პროგრამა და ინფორმაცია: yogafest.ge

ბილეთების შეძენა შესაძლებელია biletebi.ge-ზე.

(R)

ავთანდილ  წულაძე - ხელისუფლება ცდილობს, თავიდან აირიდოს კონფლიქტები იმ დიდ ქვეყნებთან, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში გავლენისთვის ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუმცა, მათ შორის ნეიტრალიტეტის შენარჩუნება პერსპექტივაში პრაქტიკულად შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 20.08.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა