თენგიზ შარმანაშვილი ირაკლი ღარიბაშვილს - არ მჯერა იმის, რასაც ამბობს - რისთვის დასჭირდა, არ ვიცი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, არავითარი საფრთხე მას და მის ოჯახს არ ემუქრება და ამას არავინ დაუშვებს

„ქართული ოცნების“ დეპუტატი, თენგიზ შარმანაშვილი აცხადებს, რომ მას საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებების არ სჯერა.

მისივე თქმით, მოთხოვნები, რაზეც ღარიბაშვილი საპატიმროდან გავრცელებულ წერილებში საუბრობს, „წარმოუდგენელი სისულელეა“.

შარმანაშვილი ამბობს, რომ ირაკლი ღარიბაშვილს და მის ოჯახს არავითარი საფრთხე არ ემუქრება.

„ეს მუქარა არის ნონსენსი, ან ეს მოთხოვნა, რომ მოდი კიდევ ერთი [ბრალი] დაიმატე, არაფერ სასჯელს არ გაგიზრდი, ისევ ხუთი წელი დარჩება და ეს იქნება გარანტია იმისა, რომ მომავალში პოლიტიკაში არ მოხვალ, არის წარმოუდგენელი სისულელე იდეაში იურიდიულად და ვერ გავიგე. თუ უფრო მეტს იტყვის, შეიძლება უფრო გავიგო, მაგრამ არ ამბობს ეს კაცი. რასაც ამბობს, იმისი არ მჯერა, იმიტომ, რომ გარანტია ეგ არ არის.

რისთვის დასჭირდა, არ ვიცი, მაგრამ ერთ რამეში დარწმუნებული ვარ, არავითარი საფრთხე მას და მის ოჯახს არ ემუქრება და ამას არავინ დაუშვებს", - განაცხადა შარმანაშვილმა.

ავთანდილ  წულაძე - ხელისუფლება ცდილობს, თავიდან აირიდოს კონფლიქტები იმ დიდ ქვეყნებთან, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში გავლენისთვის ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუმცა, მათ შორის ნეიტრალიტეტის შენარჩუნება პერსპექტივაში პრაქტიკულად შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 20.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა