ფედერალურმა მოსამართლემ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ 75 ქვეყნისთვის ვიზის გაცემის აკრძალვა გააუქმა

ნიუ-იორკის სამხრეთ ოლქის ფედერალური რაიონული სასამართლოს მოსამართლე ჟანეტ ვარგასმა გააუქმა აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ 75 ქვეყნისთვის საიმიგრაციო ვიზების აკრძალვა.

მოსამართლემ დაადგინა, რომ ეს პოლიტიკა კანონს ეწინააღმდეგება და სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს, იურიდიულ უფლებამოსილებას სცილდება.

მოსამართლის 61-გვერდიან გადაწყვეტილებაში უარყოფილია ადმინისტრაციის საჯარო დასაბუთება ამ პოლიტიკის შესახებ რომ სამიზნე ქვეყნებიდან მიგრანტები საზოგადოებრივი შეღავათებით ისარგებლებდნენ და „ამერიკელებისთვის ფინანსურ ტვირთად“ იქცევიან.

მოსამართლე ვარგასის გადაწყვეტილება ასევე აუქმებს ყველა იმ ვიზაზე უარს, რომელიც მხოლოდ ამ პოლიტიკას ეფუძნებოდა და რომელიც იანვარში შევიდა ძალაში. ეს კი ქმნის იმის შესაძლებლობას, რომ ათასობით ძველი სავიზო განაცხადის ხელახლა განხილვა გახდეს საჭირო.

საქმეში მოსარჩელეებს შორის არის აშშ-ის ექვსი მოქალაქე, რომლებიც აცხადებენ, რომ ადმინისტრაციის აკრძალვამ მათ ნათესავებს განა, იამაიკაში, გვატემალასა და ეთიოპიაში შეერთებულ შტატებში გასამგზავრებლად ვიზების მიღებაზე უარს ეუბნებიან. სხვა მოსარჩელეებს შორის არიან ხუთი პროფესიონალი კოლუმბიიდან - მათ შორის ინჟინერი, არქიტექტორი და ენდოკრინოლოგი, რომლებმაც მიიღეს შეტყობინებები, რომ მათი სავიზო განაცხადები უარყოფილი იყო და მიზეზად ტრამპის ადმინისტრაციის ახალი პოლიტიკა იყო მითითებული.

ტრამპის ადმინისტრაციას მოსამართლე ვარგასის გადაწყვეტილების გასაჩივრება შეუძლია.

შეგახსენებთ, აშშ-ის საიმიგრაციო სამსახურმა 21 იანვრიდან 75 ქვეყნისთვის, მათ შორის საქართველოსთვის, საიმიგრაციო ვიზების გაცემა შეაჩერა.

ავთანდილ  წულაძე - ხელისუფლება ცდილობს, თავიდან აირიდოს კონფლიქტები იმ დიდ ქვეყნებთან, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში გავლენისთვის ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუმცა, მათ შორის ნეიტრალიტეტის შენარჩუნება პერსპექტივაში პრაქტიკულად შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 20.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა