ირანის საგარეო უწყება - აშშ-ის მიერ ირანის წინააღმდეგ სანქციების გამოცხადება გაცილებით მეტია, ვიდრე ერთი ქვეყნის წინააღმდეგ უკანონო ეკონომიკური ომის გაგრძელება

შეერთებული შტატების მიერ ირანის წინააღმდეგ ახალი ეკონომიკური სანქციების გამოცხადება გაცილებით მეტია, ვიდრე ერთი ქვეყნის წინააღმდეგ უკანონო „ეკონომიკური ომის“ გაგრძელება, - ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი, ესმაილ ბაღაი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

მისი მტკიცებით, არცერთ სახელმწიფოს არ შეუძლია კანონიერად აიძულოს უცხოური ბანკები, საწარმოები ან აეროპორტები უარი თქვან მესამე სახელმწიფოსთან კანონიერ ვაჭრობაზე.

„ასეთი მეორადი სანქციები არ ეფუძნება საერთაშორისო სამართალს. ისინი არღვევენ გაეროს წესდების 2(1) მუხლში ასახული სუვერენული თანასწორობის პრინციპს და არღვევენ ჩარევის აკრძალვას, რომელიც დადასტურებულია საერთაშორისო სასამართლოს მიერ ნიკარაგუის საქმეში. ეკონომიკური იძულება, რომელიც მიზნად ისახავს სუვერენული სახელმწიფოს იძულებას შეცვალოს თავისი კანონიერი პოლიტიკური არჩევანი, წარმოადგენს საერთაშორისო დონეზე უკანონო ქმედებას“, - აცხადებს ბაღაი.

„საზღვაო ბლოკადასთან ერთად, რომელიც სამხედრო აგრესიას უტოლდება, ამ მოთხოვნებს ყველა სხვა სახელმწიფოს სუვერენიტეტი დროებით, პირობით და სხვა ძალის ახირებით გაუქმებად დონემდე დაჰყავს. საბოლოო შედეგი იქნება სუვერენიტეტის, როგორც გაეროს სისტემაზე დაფუძნებული სახელმწიფოთაშორისი წესრიგის ფუნდამენტური საფუძვლის, სრული ეროზია და სრულმასშტაბიანი კლასიკური კოლონიალიზმისკენ უიმედო დაბრუნების რეცეპტი“, - წერს ისმაელ ბაღაი.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა