ვოლოდიმირ ზელენსკი - მაშველები კრივი-რიჰში სავაჭრო ცენტრის ნანგრევების ქვეშ ადამიანებს ეძებენ

მაშველები კრივი-რიჰში, სავაჭრო ცენტრთან, რუსების მიერ განხორციელებული დარტყმების ადგილის ნანგრევებიდან გაწმენდასა და ადამიანების ძებნას განაგრძობენ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელი წერს.

მისივე ინფორმაციით, ამ დროისთვის ცნობილია 16 დაღუპულის და 130 დაშავებულის შესახებ.

პრეზიდენტის თქმით, 9 000 კვადრატული მეტრის ფართობზე ხანძარი ჩამქრალია.

სამაშველო ოპერაციებში სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების სამსახურის სპეციალისტები და კინოლოგიური დანაყოფები შვიდი რეგიონიდან მონაწილეობენ.

ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ რუსეთმა საღამოს და ღამით უკრაინაზე რაკეტებითა და დრონებით იერიშები განახორციელა.

კიევში ბალისტიკური რაკეტების დარტყმებმა რკინიგზის ინფრასტრუქტურა დააზიანა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა და ერთი დაშავდა.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა