სანქტ-პეტერბურგის მახლობლად სამხედრო-სამრეწველო ზონა იწვის

სანქტ-პეტერბურგის მახლობლად სამხედრო-სამრეწველო ზონა იწვის, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, ხანძარი იჟორის სამრეწველო ზონაში გაჩნდა, სადაც რუსეთის მძიმე მრეწველობის საწარმოებია განთავსებული.

რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ცნობით, ხანძარი 82 ათას კვადრატულ მეტრ ფართობზე გავრცელდა.

ადგილობრივი მოსახლეობის განცხადებით, ხელისუფლებას დრონების საფრთხის შესახებ არ გამოუცხადებია, ასევე, დრონების ან საჰაერო თავდაცვის სისტემების მუშაობის ხმა არ ყოფილა.

სამრეწველო ზონაში გაჩენილი ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე