სამინისტრო - აბასთუმნის შემოვლითი გზის პროექტში შეფერხებების გამო გზების დეპარტამენტმა ორ კომპანიასთან ხელშეკრულება შეწყვიტა - სამუშაოები ახალმა კონტრაქტორმა უკვე დაიწყო და 2027 წლის შემოდგომაზე გზის მშენებლობა დასრულდება

აბასთუმნის შემოვლითი გზის მშენებლობა 2027 წლის შემოდგომაზე დასრულდება.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, პროექტში არსებული შეფერხებების გამო, საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ორ კომპანიასთან ხელშეკრულება შეწყვიტა და სამუშაოები ახალმა კონტრაქტორმა უკვე დაიწყო.

უწყების განმარტებით, 17-კილომეტრიანი შემოვლითი გზის დასრულებით აბასთუმანსა და ბაღდათის მუნიციპალიტეტს შორის სრულფასოვანი სატრანსპორტო კავშირი შეიქმნება.

„საქართველოს მთავრობისთვის აბასთუმნის განვითარება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. კურორტზე მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე გაეცნო.

მინისტრმა აბასთუმნის შემოვლითი გზის, ობსერვატორიამდე მისასვლელი გზისა და ასათიანის ქუჩის რეაბილიტაციის სამუშაოები დაათვალიერა და საქართველოს პარლამენტის წევრებთან, ადგილობრივი ხელისუფლების, საავტომობილო გზების დეპარტამენტის, მუნიციპალური განვითარების ფონდისა და კონტრაქტორი კომპანიების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე აბასთუმნის ურბანული განახლების პროგრამით დაგეგმილი სამუშაოებიც განიხილეს.

აბასთუმნის შემოვლითი გზის პროექტში არსებული შეფერხებების გამო, საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ორ კომპანიასთან ხელშეკრულება შეწყვიტა. სამუშაოები ახალმა კონტრაქტორმა უკვე დაიწყო და 2027 წლის შემოდგომაზე გზის მშენებლობა დასრულდება.

17-კილომეტრიანი შემოვლითი გზის დასრულებით აბასთუმანსა და ბაღდათის მუნიციპალიტეტს შორის სრულფასოვანი სატრანსპორტო კავშირი შეიქმნება. პროექტი მნიშვნელოვანია ადგილობრივი მოსახლეობისთვის, შიდა და საერთაშორისო ტურიზმის განვითარებისა და ქვეყნის სატრანსპორტო დაკავშირებადობის გაუმჯობესებისთვის.

რთულ რელიეფზე მიმდინარე სამუშაოების პარალელურად, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა გარემოს დაცვას. გზის მშენებლობით დაზიანებული ტყის საფარის აღდგენა პარალელურ რეჟიმში დაიწყება“,-აღნიშნულია ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მინისტრის თქმით, მათი მიზანია, რაც შეიძლება ნაკლები ზიანი მიადგეს ბუნებას და ეკოსისტემას.

„რადგან ზუსტად ეს არის აბასთუმნის და ზოგადად ამ მხარის ერთ-ერთი უდიდესი სიმდიდრე. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ პარალელურ რეჟიმში დავიწყებთ ტყის აღდგენას იმ ადგილებში, სადაც დაზიანებები მოხდა“, – აღნიშნა მინისტრმა.

პრესსამსახურის ცნობით, რევაზ სოხაძე ასევე გაეცნო ობსერვატორიამდე მისასვლელი გზისა და ასათიანის ქუჩის გზის რეაბილიტაციის სამუშაოებს.

მათივე განმარტებით, აბასთუმნის განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა ურბანული განახლების პროგრამაც. ტენდერით გამოვლენილია გამარჯვებული კომპანია და ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს საპროექტო სამუშაოები. მინისტრის განცხადებით, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა პროექტირებისა და მშენებლობის ხარისხს, რათა ინფრასტრუქტურა იყოს გამძლე და გრძელვადიანი.

„ჩვენთვის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს, რომ ეს ყველაფერი განხორციელდეს ხარისხიანად, იყოს გამძლე და გაუძლოს მრავალ ათეულ წელს“, – განაცხადა რევაზ სოხაძემ.

როგორც სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, აბასთუმნის განვითარებას ხელს უწყობს კერძო სექტორის მზარდი აქტივობაც.

„კურორტზე ახალი ტურისტული ობიექტების მშენებლობა მიმდინარეობს, რაც ინფრასტრუქტურულ პროექტებთან ერთად აბასთუმნის ახალი ტურისტული ცენტრის ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს ინფრასტრუქტურის მინისტრმა მადლობა გადაუხადა „ქართუ ფონდსა“ და ბიძინა ივანიშვილს აბასთუმნის განვითარებაში განხორციელებული მნიშვნელოვანი ინვესტიციებისა და კურორტის აღორძინების პროცესის საფუძვლის ჩაყრისთვის“, - ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც ინფრასტრუქტურის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

ავთანდილ  წულაძე - ხელისუფლება ცდილობს, თავიდან აირიდოს კონფლიქტები იმ დიდ ქვეყნებთან, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში გავლენისთვის ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუმცა, მათ შორის ნეიტრალიტეტის შენარჩუნება პერსპექტივაში პრაქტიკულად შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 20.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა