ვოლოდიმირ ზელენსკი - პუტინის ერთ-ერთ მთავარ მიზნად კიევი რჩება - ზამთრამდე Patriot-ის 300 რაკეტის მოძიება მსურს

პუტინის ერთ-ერთ მთავარ მიზნად კიევი რჩება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.

„ფრონტზე პუტინის უცვლელი მთავარი მიზანი კოსტანტინოვკა-სლავიანსკია. მან თავის გენერლებს დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ოკუპაციის დასასრულებლად საბოლოო ვადა წლის ბოლომდე მისცა. ეს შეუძლებელია და ეს ჩვენი პასუხია“, - განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, რუსეთი სახელმწიფო დუმის არჩევნების შემდეგ დაახლოებით 300 ათასი ადამიანის მობილიზაციას გეგმავს.

„ის 300 ათას ახლად მობილიზებულ სამხედროს გადაანაწილებს იმის მიხედვით, თუ რა მოხდება ჩვენი ქვეყნის აღმოსავლეთით. თუ იქ წარმატებას მიაღწევს, მაშინ შეძლებს ძალები სხვა მიმართულებით გადაისროლოს. ასევე, შესაძლოა იყოს ჩერნიგოვისა და კიევის მიმართულება. მას მსგავსი შეტევის მიმართულების განხორციელების განზრახვა რუსეთიდან, ბრიანსკის ოლქიდან აქვს“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

ასევე, ზელენსკის განცხადებით, რუსეთს 600 ბალისტიკური რაკეტა აქვს და წელიწადში 1300-მდე რაკეტის წარმოება შეუძლია.

„ზამთრამდე Patriot-ის 300 რაკეტის მოძიება მსურს. დამატებითი შესაძლებლობების შესახებ სხვადასხვა ქვეყნებთან ვმუშაობთ. თუ აშშ-ის მარაგის მცირე პროცენტს, 5%-ს ან 10%-ს მივიღებთ, რომლისთვისაც მზად ვართ გადავიხადოთ, მაშინ ჩვენ ზამთრის გადატანას შევძლებთ“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე