ადვოკატის განცხადებით, ბათუმში გარდაცვლილი რუსეთის მოქალაქის ოჯახი დაზარალებულად ცნობას და მუხლის გადაკვალიფიცირებას ითხოვს

ადვოკატის განცხადებით, 15 აგვისტოს ბათუმის ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი რუსეთის მოქალაქის ოჯახი დაზარალებულად ცნობას და მუხლის გადაკვალიფიცირებას ითხოვს.

ადვოკატის თქმით, საქმეზე გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს, თუმცა გარდაცვალების ფაქტი “ძალიან ბევრ კითხვებს ბადებს“.

მისივე თქმით, გარდაცვლილი ლგბტ თემის წარმომადგენელია.

“დაკავებული არავინ არის, ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება. ოჯახს პრეტენზია აქვს, მისი გარდაცვალება არ უკავშირდება თვითმკვლელობას, ოჯახი ვარაუდობს, რომ შესაძლოა მის გარდაცვალებასთან სხვა პირები იყვნენ კავშირში. ის ლგბტ თემის წარმომადგენელი იყო, ეს ადამიანი ისეთ გარემოში გარდაიცვალა, არავის დაუნახია, არ ავადმყოფობდა, პრობლემები არ ჰქონია. 21 წლის მამაკაცის გარდაცვალება ძალიან ბევრ კითხვებს ბადებს. თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით არის დაწყებული გამოძიება, ოჯახი დაზარალებულად ცნობას ითხოვს, მაგრამ უარყოფითი პასუხი მივიღეთ ჯერჯერობით, რაც მათ სამართლებრივ შესაძლებლობას ართმევს, რომ გაეცნონ საქმის მასალებს ახალგაზრდა მარტო ცხოვრობდა, რუსეთის მოქალაქეა, ებრაული წარმოშობის. 15 აგვისტოს გადაასვენეს ექსპერტიზაზე, საქართველოში დაკრძალავენ. 3 აგვისტოს ბოლოს "ტელეგრამზე" იყო კონტაქტზე”, - აცხადებს ადვოკატი.

მისივე თქმით, ექსპერტი ამბობს, რომ გარდაცვლილს ძალადობის კვალი არ ჰქონდა.

„ექსპერტმა სავარაუდოდ, 12 დღის შემდეგ ნახა, პატარა ჭრილობების აღმოჩენა ჭირს, თუ დანა აქვს დარტყმული ან ნასროლი აქვს, ამას ექსპერტიზა აღმოაჩენდა. მუხლის გადაკვალიფიცირებას ითხოვენ, განყოფილების ნაცვლად პოლიციის დეპარტამენტმა გამოიძიოს. ექსპერტიზის საბოლოო დასკვნა ჯერ არ არის მზად”,- აცხადებს ადვოკატი ზვიად მარკოიძე.

ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე