იური უშაკოვი - ჩინეთის სამიტამდე ჯერ დიდი დროა, თუ ვლადიმერ პუტინი და დონალდ ტრამპი ერთსა და იმავე ღონისძიებაში მიიღებენ მონაწილეობას, მაშინ ისინი აუცილებლად შეხვდებიან

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი და აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ჩინეთში, აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტის ფარგლებში შეხვდებიან, თუ ორივე ლიდერი იქ იქნება, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ იური უშაკოვმა განაცხადა.

„სამიტამდე ჯერ დიდი დროა. თუ ლიდერები ერთსა და იმავე ღონისძიებაში მიიღებენ მონაწილეობას, მაშინ ისინი აუცილებლად შეხვდებიან და ისაუბრებენ“, - განაცხადა უშაკოვმა.

მისი თქმით, შესაძლო შეხვედრის შესახებ კრემლს სიგნალი ჯერჯერობით არ მიუღია.

„უნდა დაველოდოთ. სამიტამდე სამი თვეა. წინ ბევრი მსხვილი საერთაშორისო ღონისძიება გვაქვს“, - აღნიშნა უშაკოვმა.

ცნობისთვის, აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტი ჩინეთის ქალაქ შენჭენში, 18-19 ნოემბერს არის დაგეგმილი.

ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე