აბას არაღჩი აშშ-ის სანქციებზე - ეს ფილმია, რომელიც უკვე ბევრჯერ გვაქვს ნანახი და ვიცით, როგორ გავუწიოთ წინააღმდეგობა - ერთადერთი გამოსავალი ირანელ ხალხთან პატივისცემაზე დაფუძნებული დიალოგის წარმართვაა

ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სანქციები წარუმატებელი იქნება, - ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ განაცხადა.

„ეკონომიკური სანქციები, რომელთა შესახებაც ტრამპმა გამოაცხადა, განმეორებადი სცენარია და ამერიკული პოლიტიკისთვის ჩვეული რამ არის. ეს ფილმია, რომელიც ჩვენ უკვე ბევრჯერ გვაქვს ნანახი და ვიცით, თუ როგორ გავუწიოთ წინააღმდეგობა“, - განაცხადა არაღჩიმ.

მისი თქმით, „ის, რომ ამერიკელი ლიდერები სამხედრო ოპერაციიდან ისევ იმავე ძველ გეგმებს უბრუნდებიან, აჩვენებს, რომ ისინი სასოწარკვეთილები არიან“.

„შექმნილი ვითარებიდან ერთადერთი გამოსავალი ირანელ ხალხთან პატივისცემაზე დაფუძნებული დიალოგის წარმართვაა“, - აღნიშნა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ავთანდილ  წულაძე - ხელისუფლება ცდილობს, თავიდან აირიდოს კონფლიქტები იმ დიდ ქვეყნებთან, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში გავლენისთვის ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუმცა, მათ შორის ნეიტრალიტეტის შენარჩუნება პერსპექტივაში პრაქტიკულად შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 20.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა