უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს, გაერო-ს უშიშროების საბჭო რუსეთის ომით გამოწვეულ შედეგებს განიხილავს

უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს, გაერო-ს უშიშროების საბჭო რუსეთის ომით გამოწვეულ შედეგებს განიხილავს, - ინფორმაციას უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა ავრცელებს.

ანდრეი სიბიგას ცნობით, გაერო-ს უშიშროების საბჭოს წევრები რუსეთის მიერ უკრაინაში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ მიმდინარე სასტიკი და ინტენსიური სარაკეტო დარტყმებისა და დრონებით თავდასხმების შედეგებზე ისაუბრებენ.

„ასევე, ჩვენ განვიხილავთ რუსეთის მიერ უკრაინის პორტებზე თავდასხმებს და მარცვლეულის ექსპორტის შეფერხებას, რომელიც გლობალურ სურსათის კრიზისს ამწვავებს და მილიონობით ადამიანს საფრთხეს უქმნის“, - წერს სიბიგა X-ზე.

ცნობისთვის, დღეს უკრაინა დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს.

ავთანდილ  წულაძე - ხელისუფლება ცდილობს, თავიდან აირიდოს კონფლიქტები იმ დიდ ქვეყნებთან, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში გავლენისთვის ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუმცა, მათ შორის ნეიტრალიტეტის შენარჩუნება პერსპექტივაში პრაქტიკულად შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა