რუსეთში Ozon-ის საწყობებზე დრონებით იერიშები განხორციელდა - საწყობებში ხანძარი გაჩნდა

რუსეთში Ozon-ის საწყობებზე დრონებით იერიშები განხორციელდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, დრონებმა კომპანია Ozon-ის ლოჯისტიკურ ცენტრებს სტავროპოლისა და კრასნოდარის მხარეებში, ასევე დაღესტანში შეუტიეს.

კრასნოდარის მხარის გუბერნატორის ვენიამინ კონდრატიევის განცხადებით, საწყობში ხანძარი დრონის ჩამოვარდნის შედეგად გაჩნდა.

სტავროპოლში დრონებით თავდასხმა დაადასტურა მხარის გუბერნატორმა ვლადიმერ ვლადიმეროვმაც.

ასევე, დრონებით თავდასხმა განხორციელდა დაღესტანში მდებარე Ozon-ის ლოჯისტიკურ კომპლექსზე, რომლის ფართობიც დაახლოებით 130 ათას კვადრატულ მეტრს მოიცავს.

თავდასხმა დაღესტნის მეთაურის მოვალეობის შემსრულებელმა ფიოდორ შჩუკინმა დაადასტურა.

კომპანია Ozon-ის ცნობით, მაჰაჩყალაში მდებარე საწყობში გაჩენილი ხანძრის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა.

კომპანიის განცხადებით, შენობიდან თანამშრომლების ევაკუაცია განხორციელდა და საწყობმა დროებით მუშაობა შეაჩერა.

„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს