აშშ-ის ხაზინის მდივანი სკოტ ბესენტი - ირანის წინააღმდეგ დასკვნით ფაზაში შევდივართ - ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც ირანის რეჟიმის ფინანსური არტერიის როლს ასრულებს, მისი იზოლაციის გაზიარებას უნდა ელოდოს

ირანის წინააღმდეგ დასკვნით ფაზაში შევდივართ - ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც ირანის რეჟიმის ფინანსური არტერიის როლს ასრულებს, მისი იზოლაციის გაზიარებას უნდა ელოდოს, - ამის შესახებ აშშ-ის ხაზინის მდივანი სკოტ ბესენტი Financial Times-ში გამოქვეყნებულ სტატიაში წერს.

„გამთენიისას ეკონომიკური D-Day იწყება, ყველაზე დიდი ფინანსური შეტევა, რომელიც მოწინააღმდეგის წინააღმდეგ ოდესმე განხორციელებულა. მსოფლიომ უნდა გაიგოს, რომ ჩვენი მიზანია ყველა ეკონომიკური სასიცოცხლო მნიშვნელობის წყაროს ჩამოშორება, რომლითაც ტირანული რეჟიმი საკუთარ თავს ინარჩუნებს, ვიდრე თეირანი სრულიად მარტო არ დარჩება“, - წერს ბესენტი.

ასევე, ბესენტის განცხადებით, ქვეყნები და კომპანიები, რომლებიც ირანის ფინანსურ მხარდაჭერას აგრძელებენ, შესაძლოა, აშშ-ის სანქციების წინაშე აღმოჩნდნენ.

„ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც დაუძლურებული რეჟიმის ფინანსური არტერიის როლს ასრულებს, უნდა ელოდოს იმას, რომ მის იზოლაციას გაიზიარებს. თეირანთან ნებისმიერი სახის შემორჩენილი კავშირი დააჩქარებს ქვეყნებისა თუ სუბიექტების გარიყვას, მიუხედავად იმისა, ეს კავშირი განზრახ არის დამყარებული თუ თვითნებურად უგულებელყოფილი. ეს ქვეყნები რეჟიმის დაშოშმინების პოლიტიკას უსაფრთხო გზად თვლიან, თუმცა უკეთესი იქნება, თუ რეჟიმის მხარდაჭერის შედეგებს გაითვალისწინებენ“, - აცხადებს ბესენტი.

ცნობისთვის, აშშ-ის ხაზინის მდივანი სკოტ ბესენტი ორშაბათს პრესკონფერენციას გამართავს.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის