მარკო რუბიო უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

მარკო რუბიო უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს, - განცხადებას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.

“ამერიკის შეერთებული შტატების სახელით, უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის 35-ე წლისთავს ვულოცავ. დღეს, 1991 წლის 24 აგვისტოს საბჭოთა კავშირისგან უკრაინის მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 35 წლის შემდეგ, აშშ კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენს ორ ქვეყანას შორის მტკიცე თანამშრომლობას“, - ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებაში.

რუბიოს განცხადებით, „აშშ უკრაინის სუვერენიტეტის ერთგულია და მუშაობას აგრძელებს რუსეთ-უკრაინის ომის მოლაპარაკებების გზით მოგვარების მხარდასაჭერად, რომელიც ხანგრძლივ და მყარ მშვიდობას დაამყარებს“.

„დამოუკიდებლობის დღეს, როდესაც უკრაინელები თავიანთი ქვეყნის ისტორიას პატივს მიაგებენ და აღნიშნავენ საკუთარ სიმამაცეს, ინოვაციებსა და გამძლეობას, აშშ კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის მტკიცე ერთგულებას ჩვენი ეკონომიკური და უსაფრთხოების კავშირების განვითარებისა და ჩვენი ქვეყნების მშვიდობისკენ და კეთილდღეობისკენ წინსვლის მიმართ“, - აცხადებს მარკო რუბიო.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის