ბესო შენგელია - ოფიციალურად დადასტურდა, რასაც ამ ხნის განმავლობაში ვამბობდით: ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი, საქართველოს მოქალაქეების ზურგს უკან, რუს ოკუპანტებსა და სეპარატისტებს საწვავით ამარაგებს!

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრის, ბესო შენგელიას განცხადებით, „უკვე ოფიციალურად დასტურდება, რომ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი, ხალხის ზურგს უკან მოქმედებს და ოკუპანტებს, სეპარატისტებს ამარაგებს საწვავით, რაც პირდაპირი მოღალატეობრივი სქემაა“.

მისი თქმით, ამ საქმის სათავეში მდგომი კომპანია კი, ჟურნალისტური გამოძიებებით დგინდება, რომ გადაჯაჭვულია „ბიძინა ივანიშვილთან და მის ძმასთან ალექსანდრე ივანიშვილთან, ასევე ვანო ჩხარტიშვილთან და „სოლიდუსი“ უბრალო გადამზიდი პაიკია“.

„დღეს ოფიციალურად დადასტურდა ის, რასაც მთელი ამ ხნის განმავლობაში ვამბობდით: ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი, საქართველოს მოქალაქეების ზურგს უკან, რუს ოკუპანტებსა და სეპარატისტებს საწვავით ამარაგებს! ეს არის პირდაპირი მოღალატეობრივი სქემა საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ!

ახლა აფხაზური მედიითაც დასტურდება: ივანიშვილის ჯიბის კომპანია „სოლიდუსმა“ საწვავი ჩააბარა სეპარატისტულ სახელმწიფო საწარმო „აფხაზტოპს“, რომელსაც 2021 წლიდან აქვს სახელმწიფო უნიტარული საწარმოს - აფხაზეთის საწვავის კომპანიის სტატუსი. აფხაზტოპი დე-ფაქტო რეჟიმის ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაშია.

„აფხაზტოპის“ 51%-ს ფლობს რუსული სახელმწიფო გიგანტი „როსნეფტი“-ს შვილობილი კომპანია „როსნეფტ აფხაზია”!

ივანიშვილმა ეს საწვავი ჩააბარა ქართველთმოძულე სეპარატისტების კლანს!

პროცესებს სათავეში უდგას კრისტინე ოსგანი - დე ფაქტო ყოფილი ეკონომიკის მინისტრი, ვიცე-პრემიერი და „როსნეფტ აფხაზიას“ ხელმძღვანელი, რომელიც გამოირჩევა ქართველების მიმართ განსაკუთრებული აგრესიითა და სისასტიკით. ის არის შვილი კონსტანტინე ოსგანის - ქართველების ნომერ პირველი მტრის და „ლიხნის ხელშეკრულების“ ერთ-ერთი ავტორის! რომელიც წლების განმავლობაში სხვადასხვა მაღალ თანამდებობას იკავებდა დე-ფაქტო მთავრობაში. აქვეა ვალერი არძინბა, „აფხაზტოპის“ გენ.დირექტორის მოადგილე და სეპარატისტ პრეზიდენტ ვლადისლავ არძინბას ოჯახის წევრი.

ამ სქემის სათავეში დგას საწვავის მომწოდებელი კომპანია „რამსფოლი“ იგივე „ქონექტი“, რომელიც არაერთი ჟურნალისტური გამოძიებით დგინდება, რომ პირდაპირ გადაჯაჭვული არის ბიძინა ივანიშვილთან და მის ძმასთან ალექსანდრე ივანიშვილთან, ასევე ვანო ჩხარტიშვილთან, „სოლიდუსი“ უბრალო გადამზიდი პაიკია. ეს არის ივანიშვილის პირდაპირი ბიზნესი ოკუპანტებთან! სადაც ასევე ჩართული არიან მისი ძველი პარტნიორები, მამა-შვილი გიორგი (საქ-პეტერბურგის ყოფილი გუბერნატორი) და ალექსანდრე პოლტავჩენკოები; ცოლ-ქმარი როლანდ ბერივანოვი (ვოლგოგრადის ყოფილი მაღალჩინოსანი) და ანნა კუვინკო (დუმის ყოფილი დეპუტატი). მაგრამ ივანიშვილმა და მისმა რეჟიმმა კარგად იცოდეს: ჩვენ არ გავაყიდინებთ აფხაზეთს და არ ჩავაბარებინებთ რუსეთისთვის!

აფხაზეთი საქართველოა! ძალიან მალე, ჩვენს აფხაზ თანამოძმეებთან ერთად, სოხუმში აუცილებლად ავაფრიალებთ საქართველოს ხუთჯვრიან დროშას! ჩვენ ვიცხოვრებთ ერთიან, ძლიერ და ღირსეულ საქართველოში - ამას ვერც ივანიშვილის ღალატი შეაჩერებს და ვერც რუსული ოკუპაცია! დამნაშავეები და მოღალატეები კი უმკაცრესად დაისჯებიან!“ - განაცხადა ბესო შენგელიამ.

ავთანდილ  წულაძე - ხელისუფლება ცდილობს, თავიდან აირიდოს კონფლიქტები იმ დიდ ქვეყნებთან, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში გავლენისთვის ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუმცა, მათ შორის ნეიტრალიტეტის შენარჩუნება პერსპექტივაში პრაქტიკულად შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა