რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო სუნიტ მუსლიმებს წინასწარმეტყველ მუჰამადის დედამიწაზე მოვლინების დღესასწაულს ულოცავს

სუნიტი მუსლიმები წინასწარმეტყველ მუჰამადის დედამიწაზე მოვლინების დღეს აღნიშნავენ. ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.

„დღეს, სუნიტი მუსლიმები აღნიშნავენ წინასწარმეტყველ მუჰამადის დაბადების დღეს, „მავლიდ ან-ნაბის“. ტრადიციის მიხედვით, მუჰამადი დაიბადა 571 წელს მექაში. ამ დღეს მუსლიმები მადლობას უხდიან ალაჰს, სამყაროსთვის მუჰამადის მოვლინების გამო, კითხულობენ ქადაგებებს მუჰამადის ცხოვრების შესახებ, ამზადებენ სადღესასწაულო კერძებს, ეპატიჟებიან ნათესავებს და მეგობრებს. მიღებულია ბავშვებისთვის საჩუქრების გადაცემა და მოწყალების დარიგება ღარიბებისთვის.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს სუნიტ მუსლიმებს ამ დღესასწაულს, სიკეთეს და საყოველთაო მშვიდობას უსურვებს მათ” - ნათქვამია ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის