წინასწარი შედეგებით, ყაზახეთის საპარლამენტო არჩევნებში პარტია „ადილეტი“ ლიდერობს

წინასწარი შედეგებით, ყაზახეთის საპარლამენტო არჩევნებში პარტია „ადილეტი“ ლიდერობს, - ინფორმაციას ყაზახეთის ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს.

ყაზახეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი შედეგების თანახმად, ქვეყნის ერთპალატიანი პარლამენტის, ყურულთაის 145 წევრის არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობამ 74.08% შეადგინა.

წინასწარი მონაცემებით, 23 აგვისტოს ჩატარებულ არჩევნებში პარტია „ადილეტმა“ 6,528,948 ხმა მიიღო, რაც ხმების საერთო რაოდენობის 71.17%-ია.

„ადილეტი“ მმართველ პარტიას წარმოადგენს, რომელმაც ივნისში სახელი შეიცვალა, მას შემდეგ, რაც ყოფილ მმართველ პარტია „ამანატთან“ გაერთიანდა. პარტია „ადილეტს“ ყაზახეთის პრეზიდენტის, კასიმ-ჟომარტ ტოკაევის თანაშემწეები ხელმძღვანელობენ.

წინასწარი შედეგების მიხედვით, 5%-იანი ბარიერი შემდეგმა პარტიებმა გადალახეს: პარტია „აუილი“ (6,26%), პარტია „რესპუბლიკა“ (5,56%), პარტია „აკ ჟოლი“ (5,21%) და „ეროვნული სოციალ-დემოკრატიული პარტია“ (5,11%).

„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს