კახა კალაძე - ოპოზიცია არ არსებობს, არსებობენ კონკრეტული ადამიანები, რომლებიც აგენტურული ქსელის წარმომადგენლები არიან ქვეყნის შიგნით, ჰყავთ თავიანთი დავალებების მიმცემები, უცხოელი პატრონები

რეალურად, ოპოზიცია არ არსებობს, არსებობენ კონკრეტული ადამიანები, რომლებიც აგენტურული ქსელის წარმომადგენლები არიან ქვეყნის შიგნით, ჰყავთ თავიანთი დავალებების მიმცემები, უცხოელი პატრონები, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც კალაძემ განაცხადა, ოპოზიციის წარმომადგენლები თავიანთი ქმედებებით ყოველთვის ეწინააღმდეგებოდნენ და ახლაც ეწინააღმდეგებიან ქართული სახელმწიფოს და ქართველი ხალხის ინტერესებს.

„ის პროცესი, რაც მიდის - დაპირისპირება, ერთმანეთის მიმართ შეურაცხმყოფელი განცხადებების გაკეთება, სხვანაირად ვერც წარმომიდგენია. ამ ადამიანებს არანაირი ღირებულებები არ გააჩნიათ. ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ისინი არიან უსამშობლო ადამიანები, აგენტურული ქსელის წარმომადგენლები. ისინი თავიანთი ქმედებებით ყოველთვის ეწინააღმდეგებოდნენ და ეწინააღმდეგებიან ქართული სახელმწიფოს და ქართველი ხალხის ინტერესებს“, - განაცხადა კალაძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის