ლაშა ფარულავა - სამხედროების ძარცვა მოდის არა ღარიბაშვილისგან ან ბურჭულაძისგან, არამედ ბიძინა ივანიშვილისგან - არმიის ძარცვასა და ელიტურ კორუფციაზე ივანიშვილი და „ქართული ოცნებაა“ პასუხისმგებელი

ქართული არმიის, ჯარისა და სამხედროების ძარცვა მოდის არა ღარიბაშვილისგან ან ბურჭულაძისგან, არამედ ბიძინა ივანიშვილისგან. ქართული არმიის ძარცვასა და ამ ელიტურ კორუფციაზე ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნებაა“ პასუხისმგებელი, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მმართველი საბჭოს წევრმა ლაშა ფარულავამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, საქართველოში არამხოლოდ ქართული ჯარი, არამედ ბიზნესის თავისუფლებაც აღარ არსებობს, „რადგან ე.წ ბიზნესმენები ბიძინა ივანიშვილს ხარკს უხდიან, რასაც ადასტურებს ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილის, რომეო მიქაუტაძის ჩვენებაც, რომელიც ამ ხარკის მომგროვებლად, სუს-ის ყოფილ უფროსს გრიგოლ ლილუაშვილს ასახელებს“.

„ჩვენ წლების განმავლობაში ქართული არმიის, ჯარისა და ჩვენი სამხედროების ძარცვაზე ვსაუბრობდით, რომელიც მოდის არა ღარიბაშვილისგან ან ბურჭულაძისგან, არამედ ბიძინა ივანიშვილისგან. ქართული არმიის ძარცვასა და ამ ელიტურ კორუფციაზე ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნებაა“ პასუხისმგებელი. მათ ეკისრებათ პასუხისმგებლობა იმაზე, რომ ქართული ჯარი წლების განმავლობაში იძარცვებოდა.

არა მხოლოდ ქართული ჯარი, არამედ „ქართული ოცნების“ რეჟიმის პირობებში ბიზნესის თავისუფლება აღარ არსებობს და ეს საბოლოოდ თითოეული მოქალაქის ჯიბეს აზარალებს.

„ქართული ოცნების“ რეჟიმის პირობებში ბიზნესი არამხოლოდ თავისუფალი არ არის, არამედ იხდის ივანიშვილის არაოფიციალურ მოსაკრებელს, რუსი ოლიგარქის ხარკსა და რუსული რეჟიმის საფასურს.

„ქართული ოცნების“ ელიტური კორუფცია და ბიზნესისგან აკრეფილი ხარკი არამხოლოდ არ გაუქმებულა, არამედ, პირიქით, გაორმაგებულია. რუსული მოსაკრებელი ხალხისთვის სულ უფრო მძიმე ტვირთად იქცა.

ეს ყველაფერი კიდევ უფრო მკაფიოდ გამოჩნდა რომეო მიქაუტაძის ჩვენების შემდეგ, სადაც მან ბიზნესიდან აკრეფილი რუსული რეჟიმის ხარკის შემკრებად გრიგოლ ლილუაშვილი დაასახელა.

აქ ჩნდება მთავარი კითხვა: ვინ იხდიდა ამ ფულს, ვინ აგროვებდა და საბოლოოდ სად მიდიოდა ეს თანხები? ეს არის ის კორუფციული წილი, რომელიც, ჩვენი შეფასებით, საბოლოოდ ფასებში აისახება და ხალხს ცხოვრებას უძვირებს. სწორედ ამიტომ არის აუცილებელია ამ სქემის სრულად გამოაშკარავება.

ჩვენ მოვითხოვთ სრულ გამჭვირვალობას ამ ელიტურ კორუფციულ საქმეზე. უნდა დასახელდეს ყველა ის ბიზნესმენი, ვისზეც მიქაუტაძე საუბრობდა, კონკრეტული სახელებითა და გვარებით.

თუ საუბარია კონკრეტულ პირებზე: მაგალითად, სოსო ფხაკაძეზე, ძმებ პაპაშვილებზე, აკაკი ახვლედიანზე თუ ჩიგოგიძეზე და ა.შ. თითოეულ შემთხვევაში უნდა დადგინდეს სიმართლე და საზოგადოებას მიეწოდოს სრული ინფორმაცია, ქურდები და მძარცველები კი ლილუაშვილს უნდა მიუსხდნენ.

ხალხმა უნდა იცოდეს, ვინ აგროვებდა და აგროვებს ამ კორუფციულ ხარკს, ვინ იხდიდა და ვინ სარგებლობდა ამ სისტემით.

საქართველოში ბიზნესი უნდა იყოს თავისუფალი! კონკურენცია სამართლიანი!

ხოლო სახელმწიფო სისტემა, მოქალაქისა და მეწარმის დამცველი და არა ოლიგარქიული სისტემის ფულის შემგროვებელი.

ჩვენ ვითხოვთ სრულ გამჭვირვალობას, კონკრეტულ სახელებს და კონკრეტულ პასუხისმგებლობას“, - განაცხადა ფარულავამ.

ავთანდილ  წულაძე - ხელისუფლება ცდილობს, თავიდან აირიდოს კონფლიქტები იმ დიდ ქვეყნებთან, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში გავლენისთვის ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუმცა, მათ შორის ნეიტრალიტეტის შენარჩუნება პერსპექტივაში პრაქტიკულად შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა