ალექსანდრე ლუკაშენკომ უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა

ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა, - განცხადებას ბელარუსის პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.

„ბელარუსი და უკრაინელი ხალხების ისტორიული ბედი მჭიდროდაა გადაჯაჭვული. ჩვენს ხალხებს საუკუნოვანი ტრადიციები, საერთო გამარჯვებების მოგონება და მძიმე განსაცდელების ხსოვნა აკავშირებს“, - ნათქვამია ლუკაშენკოს განცხადებაში.

ლუკაშენკომ იმედი გამოთქვა, რომ „გეოპოლიტიკური რყევების მიუხედავად, ბელარუსი და უკრაინელი მომავალი თაობები საუკუნოვან მეგობრულ და ნათესაურ კავშირებს შეინარჩუნებენ, ხოლო მინსკი და კიევი ნდობის, პატივისცემისა და თანასწორობის პრინციპების საფუძველზე დამყარებულ ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობას აღადგენენ“.

ლუკაშენკომ უკრაინელ ხალხს ჯანმრთელობა და კეთილდღეობა, ხოლო უკრაინას მშვიდობა და ბედნიერება უსურვა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის