ლევან მაჭავარიანი - ლოგიკურია, რომ ირაკლი ღარიბაშვილის წერილი ამ ბრალდებას დავაკავშიროთ - ძალიან ცუდია, რომ რაღაც ტიპის პოლიტიზება დაიწყო, რასაც ბრძოლასაც ვერ დავარქმევ და რაც მას ნამდვილად არ ეკადრება

ჩვენ კორუფციას აბსოლუტურად არავის არ ვაპატიებთ - სადაც ამის ნიშნები გამოიკვეთება და სადაც სასამართლო ამის ბრალეულობას დაადგენს, ნებისმიერი ადამიანი კანონის უმკაცრესი ფორმით დაისჯება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ლევან მაჭავარიანმა ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის ირაკლი ღარიბაშვილის ახალ ბრალთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.

მაჭავარიანის თქმით, ღარიბაშვილმა საქმის პოლიტიზება სცადა, რაც მისივე შეფასებით, „მას ნამდვილად არ ეკადრება“.

„ლოგიკურია, რომ ირაკლი ღარიბაშვილის წერილი ამ ბრალდებას დავაკავშიროთ. ლოგიკურია დავასკვნათ, რომ ის თემის ხელოვნურად პოლიტიზებას ცდილობდა, იცოდა რა, მის მიმართ კონკრეტული ბრალის შესახებ.

ვიდრე გამოძიება არ დასრულდება და სასამართლო განაჩენს არ გამოიტანს, მე ვერ ვიტყვი მას დანაშაული ჩადენილი აქვს თუ არა აქვს ჩადენილი, თუმცა ლოგიკა იმას გვკარნახობს, რომ ყველაფრისგან თავის დაზღვევა უნდოდა.

ძალიან ცუდია, რომ მან ამ მეთოდებით რაღაც ტიპის პოლიტიზება დაიწყო, რასაც ბრძოლასაც ვერ დავარქმევ და რაც მას ნამდვილად არ ეკადრება.

ჩვენ საქმით დავამტკიცეთ თუ როგორი მიდგომა გვაქვს კორუფციასთან დაკავშირებით. ჩვენთვის მნიშვნელობა არა აქვს როგორი თანამდებობის პირია ადამიანი - არის მაღალი თუ არამაღალი თანამდებობის პირი, ჩვენი ამჟამინდელი მინისტრია თუ გუნდის ყოფილი მინისტრია. აბსოლუტურად ყველასთან ერთნაირი მიდგომა გვაქვს“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

პროკურატურამ ყოფილ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების შესახებ ახალი ბრალდება წარუდგინა. აღნიშნული დანაშაულისთვის კანონი სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ავთანდილ  წულაძე - ხელისუფლება ცდილობს, თავიდან აირიდოს კონფლიქტები იმ დიდ ქვეყნებთან, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში გავლენისთვის ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუმცა, მათ შორის ნეიტრალიტეტის შენარჩუნება პერსპექტივაში პრაქტიკულად შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა