ალექსანდრე თამაზაშვილი ირაკლი ღარიბაშვილისთვის ახალი ბრალდების წარდგენას ეხმაურება

ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ცოლის ძმა, ალექსანდრე თამაზაშვილი ღარიბაშვილისთვის ახალი ბრალდების წარდგენას ეხმაურება და საჯარო რეესტრიდან ამონაწერს ავრცელებს.

„როგორც პროკურატურა ამტკიცებს, დანაშაული 2023 წელს მოხდა, ხოლო მოწმე ზურაბ ტუკვაძის მიერ გადაცემული თანხის ნაწილი, რამდენიმე ეტაპად, ირაკლი ღარიბაშვილს გადაეცა.

ეს გახლავთ საჯარო რეესტრიდან ამონაწერი, რომლითაც დასტურდება, რომ იმავე 2023 წელს მოწმე ტუკვაძემ ბურჭულაძის ცოლის ძმას, ვასილ მხეიძეს, წყნეთში მდებარე აგარაკი გადაუფორმა.

სავარაუდოდ, ამ სახლის რამდენიმე ოთახი ქრთამის სახით მიუტანა და გადასცა ირაკლის - ჯუანშერ ბურჭულაძემ… “ - წერს თამაზაშვილი.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ, პატიმრობაში მყოფ ირაკლი ღარიბაშვილს ახალი ბრალი წარუდგინეს. შესაბამისი განცხადება გენერალურ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე გაკეთდა. როგორც გენერალური პროკურორის მოადგილე ამირან გულუაშვილმა განაცხადა, საქმე ეხება კორუფციულ დანაშაულს, კერძოდ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის აღებას.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის