მინისტრი - მინდა დაგარწმუნოთ, რომ მეექვსე კლასელები, რომლებიც წელს ფორმას ჩაიცვამენ, სკოლას ისე დაამთავრებენ, რომ მათ ფორმა ეცმევათ, იმიტომ, რომ ყოველ წელს თითო კლასი დაემატება - ფორმას კი არ ვაბრუნებთ, ფორმის კულტურას ვამკვიდრებთ

მინდა დაგარწმუნოთ, რომ მეექვსე კლასელები, რომლებიც წელს ფორმას ჩაიცვამენ, სკოლას ისე დაამთავრებენ, რომ მათ ფორმა ეცმევათ, იმიტომ, რომ ყოველ წელს თითო კლასი დაემატება - ჩვენ ფორმას კი არ ვაბრუნებთ სკოლაში, ფორმის კულტურას ვამკვიდრებთ, - ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ის უახლოეს პერიოდში ქართველ მეწარმეებთან შეხვედრასაც გეგმავს, რათა მომდევნო სასწავლო წლისთვის მომზადება დროულად დაიწყონ.

„როცა ბაზრის კვლევა გავაკეთეთ, ქართულმა კომპანიამ ფასი წარმოადგინა 100 მლნ-ზე მეტი, მაშინ როცა 45 მილიონად იქნა ფორმების შეძენის კონტრაქტი გაფორმებული. თითქმის ორნახევარჯერ მეტი ფასი იყო ქართული კომპანიის მიერ შემოთავაზებული. უახლოეს პერიოდში, ასევე ვგეგმავ, რომ ქართველ მეწარმეებსაც შევხვდე, იმიტომ, რომ შემდეგი სასწავლო წლისთვის უკვე დავიწყოთ მომზადება, თუმცა იმ მოცემულობით, რასაც სოციალურ ქსელში ვაწყდებით, თუ ასეთ ფასებზე იქნა საუბარი, ეს შეუძლებელი იქნება, იმიტომ, რომ ორმაგად, სამმაგად დაარტყამს ჩვენი მომხმარებლის ჯიბეს. უახლოესი ორი - სამი თვის განმავლობაში, ჩვენ უკვე საბოლოოდ ჩამოყალიბებული პოზიცია გვექნება შემდეგი წლის ფორმების შეკერვასთან დაკავშირებით.

რაც შეეხება მეექვსე კლასის ზემოთ მოსწავლეებისთვის ფორმების ჩაცმას, ეს არის ჩვეულებრივი სტრატეგია, რომლითაც ჩვენ ფორმას კი არ ვაბრუნებთ სკოლაში, ფორმის კულტურას ვამკვიდრებთ. 30 წელიწადზე მეტია გასული, რაც საჯარო სკოლებში ფორმა არ არის. ბავშვებისთვის ეს არის სიახლე და ნოვაცია. მეექვსე კლასელი, რომელიც წელს ფორმას ჩაიცვამს და შეეჩვევა ამ კულტურას, შემდეგ წელიწადს, უკვე მეშვიდე კლასში მისთვის ფორმის ჩაცმაც არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს. ყოველ წელს თითო კლასით მეტი დაემატება. მინდა დაგარწმუნოთ, რომ მეექვსე კლასელები, რომლებიც წელს ფორმას ჩაიცვამენ, სკოლას ისე დაამთავრებენ, რომ მათ ფორმა ეცმევათ, იმიტომ, რომ ყოველ წელს თითო კლასი დაემატება“,- განაცხადა მიქანაძემ.

ვიტალი ბალა - პრობლემა ისაა, რომ ზელენსკის მიმართ ნდობა ეცემა, რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები სამხრედროებს უფრო ხელს უშლიდნენ, ვიდრე ეხმარებოდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა