დიმიტრი პესკოვი - ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადის წარდგენით სომხეთი ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში საკანონმდებლო წინააღმდეგობას წააწყდება, რაც თავად სომხეთს დააზარალებს

ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადის წარდგენით სომხეთი ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში საკანონმდებლო წინააღმდეგობას წააწყდება, - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„აქ ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტია, რომელიც ჩვენი სახელმწიფოების მეთაურებმა განიხილეს. ევროკავშირში განაცხადის წარდგენის შემდეგ, სომხეთს მოუწევს საკუთარი კანონმდებლობა ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოიყვანოს. ეს სტანდარტები ჩვენთან და ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში მიღებულ სტანდარტებს ეწინააღმდეგება. სწორედ აქ წავაწყდებით წინააღმდეგობებს, რომლებიც თავად სომხეთს დააზარალებს“, - განაცხადა პესკოვმა.

პესკოვმა სომხეთს მოუწოდა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადთან დაკავშირებით სხვა ქვეყნების გამოცდილება გაიხსენოს.

„რაც შეეხება ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადს, მე რეკომენდაციას ვუწევ იმას, რომ თურქეთისა და მთელი რიგი სხვა ქვეყნების გამოცდილება გაიხსენოთ. მათი განაცხადის შეტანიდან ათწლეულები გავიდა, მაგრამ ვითარება არ შეცვლილა“, - აღნიშნა პესკოვმა.

ცნობისთვის, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადის წარდგენის პროცესს უახლოეს მომავალში დაიწყებს.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის