გივი მიქანაძე - მობილური ტელეფონის შესანახი ყუთები სკოლებს უკვე შეძენილი აქვთ - ტელეფონების შეზღუდვა ხდება მხოლოდ საგაკვეთილო პროცესის დროს

ჩემი ინფორმაციით, მობილური ტელეფონის შესანახი ყუთები სკოლებს უკვე შეძენილი აქვთ საჭირო რაოდენობიდან გამომდინარე, - ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, შესანახ ყუთებს სკოლები ინდივიდუალურად იძენენ და მათი განთავსების ადგილსაც თავად არჩევენ.

“ჩემი ინფორმაციით, სკოლებს უკვე ეს ყუთები შეძენილი აქვთ საჭირო რაოდენობიდან გამომდინარე. ეს არ არის ტელეფონის მიტანის აკრძალვა, როგორც ამას ავრცელებდნენ. ასევე, არაერთგზის გავრცელდა სრული დეზინფორმაცია, რომ თითქოს, მასწავლებლებს ვუკრძალავდით ტელეფონის გამოყენებას. ჩვენ უბრალოდ მასწავლებლებს ვთხოვეთ, რომ თუკი მათ ტელეფონი არ სჭირდებათ რაიმე მასალის სადემონსტრაციოდ, მაგალითი მისცენ მოსწავლეებს და თვითონ განათავსონ ამ ყუთში ტელეფონი და აჩვენონ კონკრეტული მაგალითი იმისა, როგორ უნდა ხდებოდეს ეს პროცესი. ტელეფონების შეზღუდვა ხდება საგაკვეთილო პროცესის დროს. ჩვენი მიზანია, რომ მოსწავლე იყოს მაქსიმალურად ჩართული საგაკვეთილო პროცესში და არ ჰქონდეს კონცენტრირება სხვა რამეზე, მითუმეტეს, ინტერნეტში ჩართულ მობილურ ტელეფონზე. ეს მთლიანად ეწინააღმდეგება სასწავლო პროცესს და რა თქმა უნდა, გათიშულია მიმდინარე სწავლა-სწავლების პროცესიდან.

რა თქმა უნდა, ჩემი ბრძანებით გვაქვს დადგენილი კონკრეტული გამონაკლისები როდის შეუძლია, რა შემთხვევაში შეუძლია ბავშვმა ისარგებლოს მობილური ტელეფონით და ეს ყველაფერი გაწერილია. ჩვენ სწავლის დაწყებამდე კიდევ ერთხელ მოვიკითხავთ, დავინტერესდებით დეტალურად იმის თაობაზე, თუ რამდენად ყველა ამის შესახებ ინფორმირებულია. ეს საერთო მიზნებისთვის არის მნიშვნელოვანი პროცესი.

სკოლები [მობილური ტელეფონის შესანახ ყუთებს] იძენენ ინდივიდუალურად, იძენენ იმ რაოდენობით, რაც საჭიროა. სავარაუდოდ, ეს ყუთები უფრო საკლასო ოთახებში განთავსდება, თუმცა სკოლის სპეციფიკიდან გამომდინარე, თითოეული სკოლა ინდივიდუალურად იმსჯელებს. ეს არის სკოლაში გადასაწყვეტი საკითხი“, - განაცხადა მიქანაძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის