გივი მიქანაძე - პირველი, მეშვიდე, მეათე კლასის სახელმძღვანელოების ბეჭდვის პროცესი დასრულების პროცესშია - 14 სექტემბრის ჩათვლით, ყველა სკოლაში იქნება ყველა სახელმძღვანელო დარიგებული

პირველი, მეშვიდე, მეათე კლასის სახელმძღვანელოების ბეჭდვის პროცესი დასრულების პროცესშია - 14 სექტემბრის ჩათვლით, ყველა სკოლაში იქნება ყველა სახელმძღვანელო დარიგებული, - ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა.

ამასთან, როგორც მინისტრმა აღნიშნა, უკვე იწყება მუშაობა იმ სახელმძღვანელოებისთვის, რომელიც რეპეტიტორიუმისთვის უნდა იყოს გამოყენებული.

მისივე თქმით, უახლოეს პერიოდში მოხდება პედაგოგების შერჩევა რეპეტიტორიუმისთვის, მათი გადამზადება და მათი მომზადება იმისთვის, რომ შემდეგი სასწავლო წლის დასაწყისში, უკვე რეპეტიტორიუმი ოფიციალურად ჩაეშვას.

„პირველი, მეშვიდე, მეათე კლასის სახელმძღვანელოების ბეჭდვის პროცესი დასრულების პროცესშია. 14 სექტემბრის ჩათვლით, ყველა სკოლაში იქნება ყველა სახელმძღვანელო დარიგებული. დეტალურად გაწერილია გრაფიკი, როგორც ბეჭდვის, მოწოდების და შემდგომში დარიგების. პირველ, მეშვიდე და მეათე კლასში სრულიად ახალი სახელმძღვანელოები ექნებათ ბავშვებს, ჰუმანიტარული და STEM მიმართულებებით, აბსოლუტურად განახლებული და რაც მთავარია, ახალი პრინციპი შემოდის - ყველა სკოლაში, არ აქვს მნიშვნელობა არის საჯარო თუ კერძო, ეს ახალი სახელმძღვანელოები იქნება ერთი და საერთო სტანდარტის. არ იქნება 2, 3 და 4 სახელმძღვანელო. საჯარო სკოლებში ტრადიციულად უფასოდ მიეწოდება ეს წიგნები, ხოლო კერძო სკოლები შეიძენენ შპს „საგანმანათლებლო რესურსებიდან“ ამ წიგნებს.

ჩვენი მიზანია, რომ 2028 წლის ბოლომდე, ყველა საფეხურზე, ყველა საგანში, ჰუმანიტარულში და STEM მიმართულებებზე სახელმძღვანელოები მთლიანად უნდა ჩანაცვლდეს და უნდა იყოს ერთი სტანდარტული სახელმძღვანელო.

უკვე ინტენსიურად იწყება მუშაობა იმ სახელმძღვანელოებისთვის, რომელიც რეპეტიტორიუმისთვის უნდა იყოს გამოყენებული. ასევე, უახლოეს პერიოდში მოხდება პედაგოგების შერჩევა რეპეტიტორიუმისთვის, მათი გადამზადება და მათი მომზადება იმისთვის, რომ შემდეგი სასწავლო წლის დასაწყისში, უკვე რეპეტიტორიუმი ოფიციალურად ჩაეშვას.

რეპეტიტორიუმში ვერ იქნება 29 - ბავშვიანი ჯგუფები, აქ იქნება ბევრად უფრო შემცირებული რაოდენობის ჯგუფები, მინიმუმ ნახევარი. თუმცა ვცდილობთ გამოვნახოთ შესაძლებლობა, რომ იქნებ 10 - ბავშვიანი ჯგუფები გავაკეთოთ, იმისთვის, რომ ეს გადამზადება 3-4 საგანში, რომელიც მათ ეროვნულ გამოცდებზე უნდა ჩააბარონ, მაქსიმალურად ეფექტიანი იყოს. ის, რომ 3 ან 4 საგანში მოემზადებიან მთელი წლის განმავლობაში, იქნება ერთი - ერთში იმ მოთხოვნებსა და პროგრამასთან თანხვედრაში, რაც ეროვნული გამოცდების პროგრამითაა გათვალისწინებული და ბავშვების შემცირებული რაოდენობა იქნება, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი თავის შედეგს გვაჩვენებს. მოუთმენლად ველით 2027-2028 სასწავლო წლის დაწყებას, როცა პირველად ჩაეშვება რეპეტიტორიუმი. ჩვენი მიზანია ბავშვმა ისე დაამთავროს სკოლა, რომ მას თავისუფლად შეეძლოს ეროვნული გამოცდების ბარიერის დაძლევა და შესაბამის უნივერსიტეტში ადგილის მოპოვება“,- განაცხადა გივი მიქანაძემ.

ვიტალი ბალა - პრობლემა ისაა, რომ ზელენსკის მიმართ ნდობა ეცემა, რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები სამხრედროებს უფრო ხელს უშლიდნენ, ვიდრე ეხმარებოდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა