ანტონიო კოშტა - წინ წავიწევთ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში - გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას და უსაფრთხოების გარანტიებს მივაწვდით

გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას და უსაფრთხოების გარანტიებს მივაწვდი, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, ანტონიო კოშტა სოციალურ ქსელში წერს.

“მსურველთა კოალიციასთან” კოორდინაცია საკვანძოა უკრაინისთვის ყოვლისმომცველი დახმარების მისაცემად, რათა მხარი დავუჭიროთ მომავალი ზამთრისთვის მოსამზადებლად მის საჭიროებებს. ევროკავშირი აჩქარებს “უკრაინის მხარდაჭერის სესხის” განხორციელებას საჰაერო თავდაცვისა და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მხარდასაჭერად.

რუსეთის ეკონომიკასა და მის “ჩრდილოვან ფლოტზე” ზეწოლა გაგრძელდება და გაიზრდება. რუსეთი სერიოზულად უნდა ჩაერთოს სამშვიდობო მოლაპარაკებებში. ესკალაცია გამოსავალი არაა - დიპლომატიაა გამოსავალი.

შავ ზღვაში უსაფრთხოება უნდა აღდგეს. რუსეთმა უკრაინულ მარცვლეულს დანარჩენ მსოფლიომდე მიღწევის საშუალება უნდა მისცეს. რუსეთის რისკის ქვეშ აყენებს გლობალურ სასურსათო უსაფრთხოებას.

წინ წავიწევთ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში. უკრაინის მომავალი ევროკავშირშია.

გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას რამდენიც საჭირო იქნება და უკრაინას უსაფრთხოების გარანტიებს მივაწვდით მას შემდეგ, რაც ეს საშინელი ომი დასრულდება, რათა ის აღარასდროს განმეორდეს”, - წერს კოშტა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის