დიდი ბრიტანეთი უკრაინას Storm Shadow რაკეტების წარმოების ტექნოლოგიებს მიაწვდის

დიდი ბრიტანეთი უკრაინას Storm Shadow რაკეტების წარმოების ტექნოლოგიებს მიაწვდის.

ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ენდი ბერნემმა კიევში “მსურველთა კოალიციის” სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა.

“დიდი ბრიტანეთი პირველი იყო, ვინც უკრაინას შორი რადიუსის მოქმედების იარაღი აჩუქა ჯერ კიდევ 2023 წელს. ახლა ვოლოდიმირმა [ზელენსკიმ] ჩვენი Storm Shadow ტექნოლოგიის გაზიარება გვთხოვა, რათა უკრაინამ დამოუკიდებლად შეძლოს ამ შესაძლებლობების განვითარება. და მოხარული ვარ დღეს დავადასტურო, რომ ეს თხოვნა დავაკმაყოფილეთ”, - განაცხადა ბერნემმა.

მან ასევე, ხაზი გაუსვა უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის მნიშვნელობას, განსაკუთრებით ზამთრამდე, ვინაიდან, რუსეთს “მოქმედების ვარიანტები უმთავრდება” და ვლადიმირ პუტინს “ახლა გამარჯვების მოპოვების იმედი აქვს ტერორის კამპანიით, უკრაინელი სამოქალაქო პირების წინააღმდეგ ბალისტიკური რაკეტების გამოყენებით”.

ბერნემმა აღნიშნა, რომ საჭიროა რუსული რაკეტების გაშვების გაჩერება სანქციებითა და უკრაინის გრძელვადიანი მხარდაჭერით. მან ასევე მოუწოდა ბრიტანულ მრეწველობას მხარი დაუჭირონ Frejya ანტიბალისტიკურ პროექტს, რათა Patriot-ების უფრო იაფი ალტერნატივა გამონახონ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის