თბილისში უკრაინის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს

უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, საქართველოში უკრაინის საელჩოსთან მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს.

აქციაზე მოქალაქეები, მესამე სექტორის წარმომადგენლები და ოპოზიციონერი პოლიტიკოსები იმყოფებიან. შეკრებას ესწრება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი.

აქციის მონაწილეებს ადგილზე მიტანილი აქვთ უკრაინისა და საქართველოს დროშები და სოლიდარობის ბანერები.

“24 აგვისტოს უკრაინა დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. დღეს, როდესაც განსაკუთრებით მკაფიოდ გვახსენდება, თუ რამხელა ფასი აქვს თავისუფლებას. უკრაინელი ხალხი უკვე წლებია თავდაუზოგავად, გმირულად იბრძვის ჩვენი საერთო მტრის, რუსეთის წინააღმდეგ. იბრძვის არა მხოლოდ საკუთარი მიწისა და სუვერენიტეტისთვის, არამედ მთელი ევროპული უსაფრთხოებისა და ღირსებისთვის. საქართველოსა და უკრაინას საერთო ტკივილი, საერთო ბრძოლა და საერთო მომავალი აკავშირებს. ამ ისტორიულ მომენტში ჩვენი სოლიდარობა და მტკიცე მხარდაჭერა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია”, – აცხადებენ შეკრების ორგანიზატორები.

ვიტალი ბალა - პრობლემა ისაა, რომ ზელენსკის მიმართ ნდობა ეცემა, რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები სამხრედროებს უფრო ხელს უშლიდნენ, ვიდრე ეხმარებოდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა