სალომე ზურაბიშვილი - დღეს ჩვენი იმედი გადის უკრაინის ბრძოლაზე

დღეს ჩვენი იმედი გადის უკრაინის ბრძოლაზე, ჩვენი ვალდებულებაა, რომ გამოვხატოთ ჩვენი სოლიდარობა უკრაინის მიმართ, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა უკრაინის საელჩოსთან მიმდინარე აქციაზე ჟურნალისტებს განუცხადა.

ზურაბიშვილის თქმით, უკრაინის პოლიტიკური ხედვები მას უკვე გამარჯვებულს ხდის რუსეთთან ბრძოლაში.

„ერთი და იგივე ბრძოლა იმისთვის, რომ უკრაინა დარჩეს თავისუფალი და დამოუკიდებელი და საქართველომაც დაიბრუნოს სრული დამოუკიდებლობა და თავისუფლება. ორივე ბრძოლა გამარჯვებით დასრულდება.

ამავე დროს, მე ვწუხვარ, რომ დღეს აქ არ დგას ქართველების დიდი ჯარი და ყველა ის, რომლის მომავლისთვისაც დღეს უკრაინა იბრძვის, ყველა ახალგაზრდა, დანარჩენი საქართველო. დღეს ჩვენი იმედი გადის უკრაინის ბრძოლაზე.

ჩვენ არ ვიცით, როგორი იქნება სამხედრო შედეგი, მაგრამ ვიცით, რომ პოლიტიკური ხედვები არის უკვე უკრაინის გამარჯვება და ჩვენთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენი ვალდებულებაა ის, რომ გამოვხატოთ ჩვენი სოლიდარობა უკრაინის მიმართ, რადგან ჩვენი და მათი სამომავლო ბედი არის ერთი. ასევე ევროპის ბედიც, ეს მხოლოდ საქართველოს არ ეხება“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის