უკრაინის საელჩოსთან აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის სიტყვიერი დაპირისპირება იყო

უკრაინის საელჩოსთან, სადაც უკრაინის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს, აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის სიტყვიერი დაპირისპირება იყო.

აქციის მონაწილეებს გზის სავალ ნაწილზე გადასვლა და დროშის გაშლა სურდათ, რისი უფლებაც პოლიციამ არ მისცა.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, მათ გზის სავალი ნაწილის დროებით დაკავებასთან დაკავშირებით შესაბამისი განცხადება უკვე დაწერილი აქვთ, თუმცა პოლიცია მათ გზაზე არ უშვებს.

„მოქალაქეები მოვედით აქ იმისთვის, რომ უკრაინელ ხალხს გამოვუცხადოთ მხარდაჭერა, პოლიცია კი ზღუდავს საქართველოს კონსტიტუციას და დროშებსაც კი არ გვაშლევინებენ“, - განაცხადა აქციის მონაწილემ.

ადგილზე პოლიციის დამატებითი ეკიპაჟები გამოიძახეს, აქციის მონაწილეებმა სოლიდარობის მსვლელობა ტროტუარზე გააგრძელეს.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის