სკოტ ბესენტი - ახალ სანქციებს შემოვიღებთ იმ ქვეყნების წინააღმდეგ, რომლებიც ირანთან ეკონომიკურ კავშირებს არ შეწყვეტენ - ჩვენ ვიცით ისინი ვინ არიან

ახალ სანქციებს შემოვიღებთ იმ ქვეყნების წინააღმდეგ, რომლებიც ირანთან ეკონომიკურ კავშირებს არ შეწყვეტენ - ჩვენ ვიცით ისინი ვინ არიან. ამის შესახებ აშშ-ის სახაზინო მდივანმა, სკოტ ბესენტმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ბესენტის თქმით, შესაბამის ქვეყნებთან მოლოდინების დონეს ადგენ და ამის საუკეთესო გზა ჩუმი დიპლომატიაა.

“ჩვენ ვთვლით, რომ ქვეყნებთან ჩართულობის საუკეთესო გზა ჩუმი დიპლომატიაა და ყველა ქვეყანასთან დონეს ვადგენთ, რათა მათ ჩვენი მოლოდინები გავუზიაროთ. ჩვენ ვიცით ისინი ვინ არიან. მათ იციან ვინ არიან”, - განაცხადა ბესენტმა.

მისივე თქმით, აშშ-მა “ირანთან დაკავშირებული საქმიანობის” სია გააფართოვა, რომლის მიხედვითაც, შესაძლოა ვაშინგტონმა მომავალში სანქციები დააწესოს. აშშ ყველა ქვეყნისთვის კონკრეტულად განსაზღვრული საბოლოო ვადის მიცემას გეგმავს, რათა მათ თეირანთან კავშირები შეწყვიტონ.

ახალი სანქციები კი ისეთ სექტორებს მოიცავს, როგორებიცაა ციფრული აქტივები, ტექნოლოგია და საზღვაო გადაზიდვები.

“საბოლოო ვადებს არ დავადგენ, მაგრამ ამოუწურავი მოთმინება არ გვაქვს… უკვე ვხედავთ რაღაც შედეგებს… და მე მოველი, რომ ძალიან მალე, თუ ისინი არ გვიპასუხებენ, მაშინ თქვენ ნახავთ მათი ქმედებების შედეგებს”, - განაცხადა ბესენტმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის