თბილისის ზღვაში მოზარდს ეძებენ.
არსებული ინფორმაციით, არასრულწლოვანი ბიჭი თბილისის ზღვაზე საცურაოდ იმყოფებოდა, რა დროსაც ის წყალში გაუჩინარდა.
შემთხვევა 23 აგვისტოს მოხდა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, მოზარდის სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.