სომხეთის პრეზიდენტის რობერტ ქოჩარიანისა და მისი ოჯახის წევრების კუთვნილ მისამართებზე ჩხრეკა ტარდება - ქოჩარიანი ანტიკორუფციულ კომიტეტში გადაიყვანეს

სომხეთის ყოფილი პრეზიდენტი, რობერტ ქოჩარიანი ანტიკორუფციულ კომიტეტში გადაიყვანეს, - ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.

სომხეთის ანტიკორუფციული კომიტეტის განცხადებით, ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტისა და ოპოზიციური ბლოკის „სომხეთის ალიანსის“ ლიდერის, რობერტ ქოჩარიანისა და მისი ოჯახის წევრების კუთვნილ მისამართებზე ჩხრეკა ტარდება.

„გაცნობებთ, სომხეთის რესპუბლიკის ანტიკორუფციულ კომიტეტში კორუფციასთან დაკავშირებულ დანაშაულებრივ საქმეზე მიმდინარე სისხლისსამართლებრივი დევნის ფარგლებში, რამდენიმე ათეულ მისამართზე ჩხრეკა და სხვა საპროცესო მოქმედებები ტარდება“, - ნათქვამია ანტიკორუფციული კომიტეტის განცხადებაში.

ასევე, ქვეყნის პარლამენტის ფრაქცია „სომხეთის“ წევრმა მესროპ მანუკიანმა განაცხადა, რომ სამართალდამცველებმა ჩხრეკა რობერტ ქოჩარიანის ვაჟის, ლევონ ქოჩარიანის სახლშიც ჩაატარეს.

მოგვიანებით, სომხეთის ყოფილი პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა, ბაგრატ მიქოიანმა ინფორმაცია გაავრცელა, რომ საგამოძიებო ორგანოებმა რობერტ ქოჩარიანი ანტიკორუფციულ კომიტეტში გადაიყვანეს.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს