რუსეთმა უკრაინა-მოლდოვის საზღვარზე მდებარე გამშვებ პუნქტზე დრონებით თავდასხმა განახორციელა

რუსეთმა უკრაინა-მოლდოვის საზღვარზე მდებარე გამშვებ პუნქტზე დრონებით თავდასხმა განახორციელა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა ოდესის ოლქში, მოლდოვის საზღვართან მდებარე „ვინოგრადოვკას“ საერთაშორისო საავტომობილო სასაზღვრო გამშვებ პუნქტს დაარტყეს.

რუსების იერიშის შედეგად გამშვები პუნქტის ინფრასტრუქტურა დაზიანდა და ხანძარი გაჩნდა.

უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის ცნობით, ამჟამად გამშვები პუნქტის მუშაობა შეჩერებულია.

ვიტალი ბალა - პრობლემა ისაა, რომ ზელენსკის მიმართ ნდობა ეცემა, რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები სამხრედროებს უფრო ხელს უშლიდნენ, ვიდრე ეხმარებოდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა